Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ფაცაციას სასაცილო ფოტო ქრისტინე იმედაძემ ფარულად გამოუქვეყნა-ნახეთ რა გააკეთა მოდელმა

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოდელი სკანდალებში არასდროს ეხვევა. საზოგადოება თიკა ფაცაციას მიმართ დიდი სიყვარულითაა განწყობილი. ნახეთ, რა სასაცილოდ გამოიყურებოდა მოდელი "რუსთავი 2"-ის თათბირზე.

მოდური, დახვეწილი, ელეგანტური და შარმიანი თიკა ფაცაცია გულგრილს არავის ტოვებს. სამი ბიჭის დედა მოგზაურობას, გადაღებებს, სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში ჩართვას, გასტროლებსა და ფოტოსესიებში მონაწილეობას შეფერხების გარეშე ასწრებს. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ სახლში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისმა ვაჟებმა ტანსაცმელი ოთახების სხვადასხვა კუთხეში დაუყარეს და თიკა რჩევას ხელმომწერებს სთხოვდა. ვარსკვლავმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა. „ბიჭების დედებო, თქვით რამე, რა გავაკეთო“, – ითხოვდა ვიდეოში ყოფილი მოდელი. თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მისი ოჯახის წევრების მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მართალია, თაყვანისმცემლები მისი ბიზნესმენი მეუღლით ძალიან ინტერესდებიან, მაგრამ შვილებთან გადაღებული ფოტო არანაკლებ ინტერესს იწვევს.

მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საზოგადოებისგან დიდი სიყვარულითაა განებივრებული. პოპულარულმა ტელესახემ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გამოიჩინა თავი. მისმა განუზომელმა პოზიტივმა, მოდელის აღნაგობამ და უსკანდალო ცხოვრებამ ბევრად მეტი ინტერესი გამოიწვია. ოჯახის წევრებთან ერთად ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, მაგრამ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩეულმა ვარსკვლავმა სხვა ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლები გააერთიანა. ვირტუალურ სივრცეში თიკას 140 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

თიკა ფაცაციას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. ის ტელეეკრანებს ტელეწამყვანის როლით უბრუნდება. „რუსთავი 2“-ზე პროექტი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ თიკამ ყურადღება უკვე მიიქცია და გული ბევრ ადამიანს გაუთბო. მეგა-შოუ „დიდი სცენა“ „რუსთავი 2“-ზე სულ ცოტა ხანში კასტინგების დასრულების შემდეგ დაიწყება. ყოფილმა მოდელმა ერთი საიდუმლოც გაამხილა – მისი პარტნიორი და პროექტის კიდევ ერთი თანაწამყვანი ყველასათვის საყვარელი არჩილ სოლოღაშვილია. პროექტის დაწყების ზუსტი დრო ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, გადაცემებსა და პროექტებზე ჩანიშნული თათბირიდან ქრისტინე იმედაძემ თიკა ფაცაციას სასაცილო ვარცხნილობა დააფიქსირა და ფოტო გამოაქვეყნა. თიკა ფაცაცია ასეთ ვარცხნილობაშიც უსაყვარლესად გამოიყურება და ბევრი ადამიანი გააცინა.

ყველა ახალი ამბავი
0