Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილს ბავშვობის სურათზე ვერ იცნობთ – მოდელის რადიკალური ცვლილება გაგაოცებთ

© photo: salomegviniashvili / Instagram მოდელი სალომე ღვინიაშვილი
მოდელი სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ფოტოსესიებისა და ვიდეორგოლების მოდელი სალომე ღვინიაშვილი თავისი სილამაზით გულგრილს არავის ტოვებს. ნახეთ, რა სურათით მიულოცა დას დაბადების დღე და როგორ შეიცვალა ვარსკვლავი.

პოპულარული და სტაჟიანი ფეხბურთელის ცოლს რთული ცხოვრება გამოუვლია. პირველი ქორწინების შესახებ ხმამაღლა სულ ცოტა ხნის წინ ისაუბრა და უამრავი ადამიანი შოკში ჩააგდო. სალომე ღვინიაშვილი პირველად 16 წლის ასაკში დაოჯახდა. როგორც თავად ჰყვება, ეს მისი გააზრებული ნაბიჯი არ ყოფილა და ამ ქორწინებამ ბევრი ტკივილი მიაყენა. მიუხედავად ამისა, სალომე ღვინიაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი - დათუნა აბულაძე ჰყავს. ახლანდელ მეუღლესთან ზურა ხიზანიშვილთან სალომეს ორი ულამაზესი ქალიშვილი – ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ეყოლა. გოგონებს მოდელის აღნაგობა დედისგან გამოჰყვათ და სექსუალურ მოდელთან ერთად განსხვავებულ ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებენ. სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, სალომე და გოგოები დროს ერთად აქტიურად ატარებენ, მაგრამ პატარა ტასო და ნიტა მოდელი დედის ნკლებობას მაინც განიცდიან და ამაზე საჯაროდ თოქ-შოუ „პრაიმ-შოუში“ განაცხადეს.

ზურა ხიზანიშვილის Instagram-გვერდი ცოლ-შვილთან გადაღებული მნიშვნელოვანი და პოზიტიური მომენტებით აღსავსეა. მამა და ორი ქალიშვილი ძალიან მეგობრობენ, დაუვიწყარ დროს ერთად ატარებენ და უამრავ ფოტოსურათს იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს გადაღებებით დატვირთული გრაფიკი აქვს, ზაფხულისა და ზამთრის მანძილზე მოგზაურობას ოჯახის წევრებთან ერთად ახერხებს და ამით შვილებს დიდ ბედნიერებას ანიჭებს.

სალომე ღვინიაშვილს ძალიან უყვარს ბავშვობის გახსენება. მასმედიის ყურადღება მისი სოციალური ქსელის მიმართ მუდამ მიპყრობილია. სენტიმენტალურ და ყველასათვის საყვარელ ტელესახეს ძალიან უყვარს ძველი ფოტოების გახსენება. სწორედ მის „სთორიზე“ უფროსი დის – თათული ღვინიაშვილის და მისი ბავშვობის ფოტო მოხვდა. სალომეს და თათული სხვადასხვა ცნობილი და წარმატებული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. პოპულარული მოდელი და მისი უფროსი და ერთმანეთს არ ჰგვანან. მიუხედავად დებს შორის ასაკობრივი სხვაობისა, საუკეთესო მეგობრები არიან. გულის ამაჩუყებელი სურათი სალომემ დის დაბადების დღის მისალოცად გამოიყენა. ცნობილი დები ძალიან საყვარლად გამოიყურებიან. განსაკუთრებულ ყურადღებას სალომეს მხიარული და ბავშვური გამომეტყველება იქცევს, ასევე მისი ხვეული უზარმაზარი თმა.

სალომე ღვინიაშვილმა 18 მაისს 35 წლის იუბილე ფეხბურთელ მეუღლესთან ზურა ხიზანიშვილთან ერთად აღნიშნა. წყვილმა საგაზაფხულო არდადეგები თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოიწყო. უამრავ მილოცვასთან ერთად სალომე ღვინიაშვილის ფოტოებმა 10 000 მოწონება დაიმსახურა. წყვილის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მათი სიყვარულიც სხვა ურთიერთობაში ინაცვლებს. აშკარაა, რომ სალომე ბედნიერი დედა, ცოლი და სიყვარულით აღსავსე ქალბატონია.

ყველა ახალი ამბავი
0