ვინ მოხატა ქართული ანბანით სტრასბურგული ტრამვაი: გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი

© photo: Nika Ghunashvili / FBნიკა ღუნაშვილი
ნიკა ღუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ ადრე უკვე წერდა ქართველ კალიგრაფისტ ნიკა ღუნაშვილზე, რომელმაც ახლა სპეციალურად შექმნა ქართული შრიფტი სტრასბურგში ტრამვაიზე დასატანად.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ რუსთავის მკვიდრი, 19 წლის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილი ის კალიგრაფისტია, რომელმაც სტილიზებული ქართული შრიფტი შექმნა საფრანგეთში ტრამვაიზე დასატანად. 

გუშინ სტრასბურგის ქუჩებში გამოჩნდა ტრამვაი, რომელსაც ქართული ანბანი ამშვენებს. დიპლომატებმა ასე აღნიშნეს საქართველოს თავმჯდომარედ დანიშვნა ევროპის საბჭოში. ტრამვაი ამ სახით ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს ქალაქის ქუჩებში, ანუ სანამ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. 

როგორც ახალგაზრდა კალიგრაფისტმა განუცხადა „Sputnik–საქართველოს“, მას რამდენიმე თვის წინ დაურეკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და სთხოვა, შეექმნა ქართული ანბანის ორიგინალური შრიფტი.

ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგში - Sputnik საქართველო
სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

ნიკა ამბობს, რომ დღემდე ვერ ხვდება, რატომ ერგო მას ესოდენ დიდი პატივი და არა სხვას.

„რვა წლიდან ვარ დაკავებული კალიგრაფიით. ეს დედაჩემის დამსახურებაა. სწორედ მან მიმიყვანა რუსთავის სკოლა „მთაწმინდელში“, სადაც კალიგრაფიას ასწავლიან. ყველამ არ იცის და ამიტომ ვიტყვი, რომ ამ სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა და ნებისმიერს შეუძლია მივიდეს“, – ამბობს ნიკა ღუნაშვილი.

ნიკა ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს, მთელ თავისუფალ დროს კი კალიგრაფიას უთმობს, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. 

იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის ქალაქში მისი შექმნილი ანბანით მოხატული ტრამვაი ივლის, ნიკა ამბობს: 

ძველებური საწერი მოწყობილობა - Sputnik საქართველო
„მოხატული სიტყვები“ - უნიკალური ქართული ანბანი კალიგრამებში

„ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩემი დახატული ასოები მცირე წვლილს მაინც შეიტანს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში“.

კალიგრაფისტის თქმით, მისი შრიფტი ასომთავრული ანბანის დეკორატიული სტილის – კიდურყვავილოვანის ბაზაზეა შექმნილი. ეს უძველესი ქართული სტილია, რომელიც პირთა სახელებისა და გვარების დასაწერად გამოიყენებოდა. 

ნიკა ღუნაშვილმა სწორედ ამ დამწერლობის მოტივებზე დაახლოებით ერთ თვეში მოხატა და ორიგინალურად გააფერადა ქართული ანბანის ასოები და სხვა საინტერესო დეტალებითაც შეამკო ისინი. 

აღსანიშნავია, რომ ნიკა ღუნაშვილი არაერთი კალიგრაფიული კონკურსისა და პროექტის გამარჯვებულია. მისი ნამუშევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამშვენებს როგორც სარეკლამო ბანერებს, ისე ლიტერატურული გამოცემების აბრებს.

ყველა ახალი ამბავი
0