19:49 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
102 0 0

პრეზიდენტის სკანდალური ვახშამი სალობიეში აქციის მიზეზი გახდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, სა­ლო­ბი­ე­ში პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად არა ელენ კარ­ერ დ'ან­კოს­მა, არა­მედ ქართველმა ემიგრანტმა ივახშმა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ლო­ბიე „ბი­ა­ში“ სტუმ­რო­ბა ორშაბათს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ხმა­უ­რით გა­აპ­რო­ტეს­ტეს – სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ისი­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კარ­თან დახ­ვდნენ და შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­ა­ცი­ლეს. რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტიებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი თანამგზავრი მისი ბი­ძაშ­ვი­ლი – ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი და პო­ლი­ტო­ლო­გი ელენ კარ­ერ დ'ან­კო­სი იყო.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, სა­ლო­ბი­ე­ში პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად არა დ'ან­კოს­მა, არა­მედ ლია ვოდე-გო­გი­ტი­ძემ ივახშ­მა, მის შე­სა­ხებ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს. ხელოვნების სასახლის დირექტორი ამბობს, რომ ლია ვოდე-გოგიტიძეს, რომელიც ქართველი ემიგრანტია, არაერთი ძვირფასი საჩუქარი უსახსოვრებია საქართველოსთვის.

„ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ დავწერე და ჩემმა მეგობრებმა მიწყინეს, არადა მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ რომ ქართულ ჟურნალისტიკაში უდიდესი პრობლემებია, საინფორმაციო საშუალებები არა ინფორმირების, არამედ ბულინგის წყაროდ იქცნენ. აი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი“, – წერს გიორგი კალანდია.

მისი თქმით, ლია ვოდე-გოგიტიძე პირველი თაობის ემიგრანტთა შთამომავალი, დიდი ქართველი კინოხელოვანის გერმანე გოგიტიძის შვილიშვილია, რომელმაც შარშანწინ საქართველოს სიმონიკა დადიანის უზარმაზარი კოლექცია აჩუქა, კოლექცია, რომელიც საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად 800 ათას ევროდაა შეფასებული. იმავე ლია ვოდე-გოგიტიძემ 2017 წელს საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტიც უსახსოვრა აკაკი ხოშტარიას კოლექციიდან. მისი თქმით, ის გულანთებული ქართველია და მხცოვანი ადამიანია, რომელსაც სტუმრად დაპატიჟებულს „მონა“ და ათასი შეურაცხმყოფელი რამ უძახეს.

ლია ვოდე-გოგიტიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ერთ-ერთ სალობიეში 26 ნოემბერს უმასპინძლა.

მთავარი თემები