Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ბადურაშვილის დიეტა – ნახეთ როგორ ინარჩუნებენ ფორმას ულამაზესი დები

© Facebook / Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი, ანასტასია თოფურიძე და ქეთო თოფურიძე
ნინი ბადურაშვილი, ანასტასია თოფურიძე და ქეთო თოფურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა კახიანის სამივე ქალიშვილი მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა გოგონები გენეტიკას ხელს სხვადასხვა მეთოდებითაც უწყობენ.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ყოველთვის შესაშურ ფორმაშია, ის ლამაზ ფორმებს ვარჯიშის და დიეტის მეშვეობით ინარჩუნებს. ბადურაშვილის დიეტა სოციალურ ქსელში მისმა დამ ქეთო თოფურიძემ გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში, თურმე, 7 კილოგრამი მოიმატა, რომელსაც ვერანაირი ხერხებით ვერ დაემშვიდობა, და საბოლოოდ ამ დიეტამ უშველა.

ეკა კახიანის სამივე ქალიშვილი მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა გოგონები გენეტიკას ხელს სხვადასხვა მეთოდებითაც უწყობენ. ნინის უმცროსი და, ანასტასია თოფურიძე აგვისტოს ბოლოს მეორედ გახდა დედა, თუმცა ძველ წონას უკვე დაუბრუნდა. რაც შეეხება ნინის, მან ორსულობისას 18 კილოგრამი მოიმატა, თუმცა მალე უფრო მეტი კილოგრამი დაიკლო, ამას კი სწორი კვების და ვარჯიშის წყალობით მიაღწია. სწორ კვებაზე გადასვლა კი იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქალიშვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა.

როგორც ჩანს, ნინი ხშირად მიმართავს ე.წ. ექსპრეს-დიეტებსაც. ნინი ბადურაშვილის დიეტა ასე გამოიყურება: ყავა, 2 ცალი კვერცხი, 1 ვაშლი, 200 გრამი ხაჭო, ან 2 სოსისი, 1 ვაშლი, შავი შოკოლადი, მაწონი. ჩამოთვლილი პროდუქტები ორსაათიანი ინტერვალით უნდა მიირთვათ.

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნინი ბადურაშვილი და მისი მოდელი და, ანასტასია თოფურიძე ორსულად ერთდროულად იყვნენ. ნინის გოგო ელენე კუტალაძე შეეძინა, ანასტასიას – ბიჭი, რომელსაც გარდაცვლილი ბიძის სახელი ლადო დაარქვეს. ლადო ეკა კახიანის ძმას ერქვა, რომელიც 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეკას სულ უნდოდა ბიჭი ჰყოლოდა და ძმის სახელი დაერქმია. ახლა კი მისი შვილიშვილი ატარებს გარდაცვლილი საყვარელი ძმის სახელს.

ყველა ახალი ამბავი
0