Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ ხარ? სად აძვერი?!“ – ეკო ფანგანმა შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა

© Facebook / Eko Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისი სექსუალური ტანი და ცეცხლოვანი სურათები ბევრი ადამიანის მოწონებას იწვევს. ამჯერად მისმა უშიშარმა ხასიათმა ფანები შოკში ჩააგდო.

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. სუპერ-მოდური ეკო ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი ეკოს სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფანგანის გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. ეკო წელიწადის ყოველ სეზონზე მოგზაურობს. ამჯერად ცნობილი ტელესახე ციხისძირში იმყოფებოდა. ბევრს ეს ადგილი იტალიის კურორტად, ან საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქად მოეჩვენა. ფოტოგენურმა ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ეკო ფანგანი რეალითი-შოუ „უკანასკნელ გმირში“ მონაწილეობდა. მისი უშიშარი სვანური ხასიათი შოუში კარგად წარმოაჩინა და არც ახლა უშინდება კლდოვან ადგილას სიმაღლეზე დგომას, თანაც, როდესაც ფეხქვეშ შავი ზღვა ჩქეფს. მისი სექსუალური ტანი არავის გამოეპარა. ეკო უამრავმა კომპლიმენტმა მეტად გაათამამა და ვარსკვლავმა რამდენიმე ფოტოს გამოქვეყნება გადაწყვიტა. მსახიობის მოგზაურობა ესპანეთში დაიწყო, თურქეთში გაგრძელდა, მოგვიანებით მშობლიურ სვანეთსა და ციხისძირსაც ეწვია.

ეკომ თაყვანისმცემლები ძალიან შეაშინა. მისმა ხელმომწერებმა ემოციები ვერ შეიკავეს: „ჩქარა ჩამოდი! ვერ ხარ, სად აძვერი?“ – წერს მომხმარებელი; „ეკო, ანათებ! შენზე ვგიჟდები“ – გამოეხმაურა მეორე.

ყველა ახალი ამბავი
0