Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აი, ასე ვაკურად“– ეკა ხოფერია ვაკის ცენტრში სეირნობს და პოზიტიურ ვიდეომიმართვას აქვეყნებს

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია
ეკა ხოფერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ხოფერია შუაგული ვაკიდან მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ეკა ხოფერიას ობიექტივში ვაკის ცენტრალური ქუჩა.

უამრავი წელია ეკა ხოფერია ერთი საქმის ერთგულია. მისი პროფესიული კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და ახლა უკვე ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქტორია. უფრო ადრე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით „იმედზე“ საავტორო გადაცემა „ეკა ხოფერიას თოქ-შოუს“ ავტორი და წამყვანი იყო.

რამდენიმე თვეა ვაკის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მართალია, ვაკელებს დისკომფორტი ექმნებათ, მაგრამ, როგორც ჩანს, შედეგი გასაოცარი იქნება. ვაკის ამ კონკრეტული მონაკვეთის პრობლემატიკა სერიალებშიც ინაცვლებს და, ეკა ხოფერიას გარდა, რამდენიმე სერიით ადრე „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში ვაკელმა პერსონაჟმა „ჩიკამაც“ გააკრიტიკა ეს მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ქალაქის ერთ-ერთი აქტუალური უბნის ქუჩა თავიდან ბოლომდე მოშლილია, ეკა ხოფერია მხიარულ და დამაიმედებელ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ცნობილი ჟურნალისტი ამ ქუჩაზე ხშირად სეირნობს, რადგან რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ჭავჭავაძის გამზირი მის „სთორებზე“ არაერთხელ მოხვდა.

„თქვენ ახლა იცინეთ - ვაკე და ჭავჭავაძეო, ნახეთ, როგორ სილამაზეს გვიმზადებენ!“ – ამბობს ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქტორი. როგორც ჩანს, რეაბილიტირებული ქუჩა ეკა ხოფერიას ძალიან მოსწონს და მზადაა შეფერხებებსა და მიუსვლელ ადგილებზე თვალი დახუჭოს.

47 წლის პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო, როცა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0