Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თეონა კონტრიძემ ტატუ გაიკეთა და ხელზე საქართველოს დროშა ამოისვირინგა – ფოტოები

© photo: Teona Kontridze & Band / FBთეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი შესრულების განსხვავებული მანერით გამოირჩევა. თეონა კონტრიძემ რუსეთის ესტრადაზე სახელი წლების წინ მოიხვეჭა. 42 წლის არტისტს მოსკოვში ქართველ ჯაზ-პანკ დივად მოიხსენიებენ და მას უამრავი მსმენელი ჰყავს.

მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი მომღერალი საესტრადო ცხოვრებას ჯერ კიდევ ლეგენდარული „მზიურის“ დროს შეუდგა. მისი ხმის ტემბრით აღფრთოვანებულმა სოსო პავლიაშვილმა სოლო კარიერის დაწყება შესთავაზა. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილმა მომავალ არტისტს სიმღერა Just do it აჩუქა. ასე დაიწყო თეონა კონტრიძის დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა. დღეს თეონა თავისუფლად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას-გიტარებზე.

რუსულ ტაბლოიდებთან თეონა ჰყვება, რომ შვილებს მთელი დღის მანძილზე ვერ ხედავს, მხოლოდ ღამით, ძილის წინ ხვდებიან ერთმანეთს. უცხო გარეგნობის მქონე და-ძმა გადატვირთული გრაფიკით იზრდება, ისინი მუსიკალურ ნიჭს უკვე ავლენენ. ამას თეონას მიერ გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს.

თეონა კონტრიძე რუსეთში 1994 წლიდან ცხოვრობს. იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში მთელი ხუთი წლის მანძილზე რუსეთს ხალხის, მუდამ მოღრუბლული ამინდისა და ახლობლებთან განშორების გამო ვერ ეგუებოდა. სახლში წერილებს ხშირად გზავნიდა და მშობლებს ყველის გაგზავნას სთხოვდა. დროთა მანძილზე კი, განსაკუთრებით სტუდენტობის დროს, კლუბებში თავის დასამკვიდრებლად მღეროდა. უკვე შემდეგ მუსიკისადმი ინდივიდუალურმა მიდგომამ განსხვავებული მომღერლის გარშემო განსაკუთრებული მსმენელიც გააერთიანა. თეონა კონტრიძემ ცოტა ხნის წინ ტატუ გაიკეთა, მან საქართველოს დროშა დაიხატა და მისი ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0