მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კვიპროსის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

გამოწერა
40 წლის ქართველი მამაკაცი 56 წლის ქალს საკუთარ მანქანაში გაქურდვის მიზნით დაესხა თავს და დანით 16 ჭრილობა მიაყენა

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. კვიპროსის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა 2018 წლის 12 ნოემბერს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მოხდა.

კვიპროსი - Sputnik საქართველო
კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

სასამართლოზე დამტკიცდა, რომ 40 წლის ქართველი მამაკაცი 56 წლის ქალს საკუთარ მანქანაში გაქურდვის მიზნით დაესხა თავს და დანით 16 ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ბარათაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედს 1 500 ევრო და 12 ნოემბრით დათარიღებული მგზავრობის ბილეთიც აღმოუჩინეს, თუმცა პოლიციამ ბარათაშვილს ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცა.

სამართალდამცველებმა გარდაცვლილის კუთვნილ ავტომანქანაში დანაშაულის ჩადენის იარაღიც იპოვეს.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0