Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იხდიან და ერთმანეთს ეხუტებიან“ - თინა მახარაძე შეყვარებულთან ინტიმურ ვიდეოს აქვეყნებს

© Tina Meme Makharadze / FBმსახიობი თინა მახარაძე
მსახიობი თინა მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილი მსახიობი თამამი განცხადებებით გამოირჩევა. სერიალის პერსონაჟ „ანკას“ თინას ხშირად ადარებდნენ, ბევრი კი მიიჩნევდა, რომ მსახიობი საკუთარ თავს განასახიერებდა

თინა მახარაძემ საზოგადოებას თავი ეპატაჟურობით დაამახსოვრა. მან რეიტინგულ გადაცემებში „მძიმე კაცთან“ და „პროფილი“ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზრების თავისებური ინტერპრეტაცია გააკეთა და მეორე დღეს მთელი თბილისი აალაპარაკა. თინა ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს.

მისი ამერიკაში გამგზავრების მიზეზი რეჟისურაზე სწავლა გახდა. მსახიობი ბარი ფაირშტეინის კინოსკოლაში (Barry R. Feirstein Graduate School of Cinema) სამწლიან სარეჟისორო პროგრამას შეისწავლის. როგორც ირკვევა, სწავლა „განათლების საერთაშორისო ცენტრის” სახელმწიფო ბიუჯეტმა დაუფინანსა. თინა ხშირად აქვეყნებს გადაღების პროცესებს და Instagram-ით ირკვევა, რომ დიდი წარმატებითა და მონდომებით უდგება გადაღების პროცესს.

გამომწვევი, სექსუალური და ინტიმური ხასიათის პოსტებით თინა მახარაძე პოპულარობას არ კარგავს. მისი იმიჯი დიდი ხანია საზოგადოების ყურადღებას იქცევს. თავისუფალი სტილი და მსახიობის ცხოვრების წესი ბევრ ადამიანს აინტერესებს, ბევრს კი აღიზიანებს. ამჯერად მსახიობმა საკმაოდ თამამამი ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოში შეყვარებულები იხდიან და ერთმანეთს ეხუტებიან შუა ქუჩაში.

თინა დაახლოებით ორი წელი ხვდებოდა „მასტერშეფის“ კონსკურსანტს დიმუ მენაბდეს, თუმცა როგორც გაირკვა, მათი რომანი დიმუს ყოფილმა ცოლმა დაანგრია. ახლა თინას ახალი შეყვარებული ყავს ამერიკაში - გაი ვერნეკი, რომელთან ერთადაც, როგორც თინას სოციალური ქსელის გვერდებიდან ირკვევა, არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0