თამთა გოდუაძე ემიგრანტ დედას ტყუპისცალივით ჰგავს - ფოტოები

© Photo: Tamta Goduadze / FBთამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის დედაქალაქში მოღვაწე ქართველი მომღერალი საქართველომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. თამთას ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის ჟიურის წევრობა შესთავაზეს, და ისიც სამშობლოს დროებით, მაგრამ დიდი სიხარულით დაუბრუნდა

პროექტის მსვლელობისას თამთა არაორდინალურობით და კრეატიულობით გამოირჩეოდა. კონკურსანტების მიმართ განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს იჩენდა და ამით უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა. პირველი სეზონი მისი და ახლა უკვე ცნობილი მომღერლის თორნიკე ყიფიანის ტრიუმფით დასრულდა. საქართველოსთვის „X ფაქტორი“ სიახლე იყო, თამთამ კი შრომისმოყვარეობის შედეგად პირველ წარმატებას მიაღწია.

ბერძნებმა თამთა შოუ „სუპერ აიდოლით“ გაიცნეს. ამ პროექტმა მას პოპულარობა მოუტანა და მომღერალი ფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მეორე ადგილი დაიკავა. მის პოპულარობას ქარიზმატულობამ, ენერგიულობამ და თვალშისაცემმა გარეგნობამ ხელი შეუწყო.

რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თამთა გოდუაძეს 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი შეუდარებლად გამოიყურება. მისი პიკანტური ფოტოები და იმიჯის მუდმივი ცვლილება აღფრთოვანებას იწვევს, დაუჯერებელია, მაგრამ მომღერალს 24 წლის შვილი ჰყავს. ცოტა ხნის წინ ბერძნულ მედიაში თამთას და მისი შვილის ფოტოები გავრცელდა. თამთა ამობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცვა. მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.

თამთა წლების წინ შვილთან ერთად ემიგრანტ დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. როგორც დარეჯან ბუცხრიკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, თამ­თა ორ-წლი­ნა­ხევ­რის იყო, როცა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ რა­დი­ო­ში პირ­ვე­ლად ამ­ღე­რა. თამთამ კი მუსიკალურ ბლოგერთან გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა დედა შვილის გაზრდაში მაშინ, როცა თავად კარიერისთვის უნდა მიეხედა. თამთამ დედის შესახებ ბევრი ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დამლაგებლად და ძიძად მუშაობდა საბერძნეთში, რომ თამთა და მისი ქალიშვილი ფინანსურად უზრუნველეყო.

„ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილისთვის მხარი დაეჭირა. ბევრი ქალი წავიდა სამუშაოდ სხვა ქვეყნებში, რომ საკუთარი ოჯახები უზრუნველეყოთ. არა მხოლოდ მე და დედაჩემი, სხვა ბევრი ქალიც ასე ცხოვრობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მეც ვეხმარებოდი დედას, მაგრამ ეს არ უნდოდა, რადგან ჩემი ოცნებების ასრულება სურდა. მე კი მსურდა მისი დახმარება, ამიტომ ბევრჯერ დავხმარებივარ“, - ამბობს თამთა.

ყველა ახალი ამბავი
0