ცნობილია, როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიგოგონას გაკვეთილზე ჩაეძინა
გოგონას გაკვეთილზე ჩაეძინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, ის 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სააღდგომოდ კი სკოლები 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და მოსწავლეები 14 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ზამთრის არდადეგების ვადებს თავად ადგენენ.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, ის 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სააღდგომოდ კი სკოლები 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი საბავშვო ბაღებში 27 დეკემბერს შეწყდება. სწავლა, სავარაუდოდ, 13 ან 15 იანვარს განახლდება.

საქართველოში დღეისათვის 2084 სკოლაა. მთლიანად საჯარო და კერძო სკოლებში 575 ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0