Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მერე რა, რომ ზამთარია...“ – მაია ასათიანი წინანდლის სასტუმროში ნახევრადშიშველი გამოჩნდა

© Facebook / Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც მაია ასათიანის შესახებ ერთი ფაქტი მაინც არ იცის. ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ეპტაჟურობით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი ცხოვრების რამდენიმე ეტაპი სკანდალებთანაა დაკავშირებული. ვისთან ერთად ისვენებს კახეთში ცნობილი ტელესახე?

ჟურნალისტი და „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე მაია ასათიანი სოციალური ქსელის „ფოლოვერების“ გაოცებას არ წყვეტს. ტელეწამყვანმა კახეთში მოგზაურობა და დასვენება გადაწყვიტა, საიდანაც შოკისმომგვრელ ფოტოებს აქვეყნებს. მაია ასათიანმა გამოაჩინა საყვარელი ტატუ, რომელიც წლების წინ წელზე დაიხატა. სურათი წინანდლის გამორჩეულ და ულამაზეს სასტუმროშია გადაღებული, სადაც ქართველი ვარსკვლავები ბომონდურ საღამოებზე იკრიბებიან. ამჯერად არც ბომონდური საღამო და არც გლამურული წვეულება არ ჩატარებულა – მაია ასათიანმა განმარტოება გადაწყვიტა.

გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებზე ტელესახე სასტუმროს აუზზე საცურაო კოსტიუმში იმყოფება. მის გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი გაოცებით შეხვდა. მაიამ არ დააყოვნა და გადაღებულ სურათს თამამი წარწერაც დაურთო – „მერე რა რომ ზამთარია... -1 გრადუსი“. 24 საათში ფოტოს 3 ათასამდე მოწონება დაუგროვდა. ბევრმა მაია ასათიანი ვერ იცნო, უფრო მეტმა კი საყვარელი და მუდამ გაწონასწორებული ჟურნალისტი კომპლიმენტებით აავსო. ამ სურათზე მაიას გაზრდილი და განსხვავებულად შეღებილი თმა უკეთესად ჩანს. რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანს მხოლოდ მოკლე თმა ჰქონდა და მის სტილს ბევრი მიმბაძველი ჰყავდა.

42 წლის წარმატებული ქართველი ჟურნალისტი პიკანტური და ცეცხლოვანი ფოტოების გამოქვეყნებას არ უშინდება და მუდამ მიმზიდველად გამოიყურება. სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი სულ უფრო აქტუალური და აქტიური ხდება. ცდილობს ხელმომწერებს ცხოვრების დეტალები გაუზიაროს, დაანახოს, რომ დანებების დრო არასდროს არის.

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთმა გამოჩენილმა ჟურნალისტმა კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი იყო, ასევე თავი დაგვამახსოვრა სხვადასხვა მეგა-შოუების ჟიურის წევრობითა და წამყვანობით. აღსანიშნავია, რომ მე-11 წელია რეიტინგული გადაცემა „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია.

ყველა ახალი ამბავი
0