Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძემ იტალიაში შეძენილი სახლის ფოტოები პირად გვერდზე გამოაქვეყნა

© Photo: Anouki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა ანუკი არეშიძემ საკუთარ Instagram-ზე წყნეთის სახლის ფოტოები გამოაქვეყნა და ყურადღება არაორდინარულ და გარემონტებულ დიზაინზე გაამახვილა. ამჯერად ულტრამოდურმა ყოფილმა მოდელმა გამოაქვეყნა სურათი იტალიიდან.

ცნობილი მერი კახა კალაძე და არანაკლებ ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთად ხშირად მოგზაურობენ. შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დაათვალიერეს. მეტიც, თბილისის გამორჩეულმა და ორიგინალურმა მერმა კახა კალაძემ 2020 წლის საახალწლო ნაძვის ხე საგანგებოდ იტალიაში დაამზადებინა და ის სულ მალე დედაქალაქის შუაგული მრავალფეროვნად აკაშკაშდება.

ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ იტალიური ენა წლების წინ შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ წყვილი სწორედ იტალიამ და მილანმა დააკავშირა ერთმანეთს. ამ დღის მერე ნებისმიერ სეზონზე და თვეში რამდენჯერმე წყვილი ცალ-ცალკე ან ერთად ამ ისტორიულად დატვირთულ ქალაქში იმყოფება. ანუკი არეშიძემ Instagram-ის ოფიციალური გვერდის „სთორიზე“ მილანში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. მან ატვირთულ ფოტოს Home - „სახლი“ დააწერა და მხოლოდ ერთი გული დაურთო, გადაღების ლოკაციად კი იტალია, მილანი მიუთითა. უცნობია, ეს სწორედ კალაძეების სახლია მილანში თუ ანუკის მოსწონს კონკრეტული შენობის დიზაინი.

აქტუალური და საინტერესო ქართველი ქალი ბევრ ადამიანს ხიბლავს, და ამაში გასაკვირი არაფერია. ანუკი არეშიძეს დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა.

ყველა ახალი ამბავი
0