Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი თეთრი შოკოლადი“ – ანუკი არეშიძემ ნიკოლას გულის ამაჩუყებელი სურათი გამოაქვეყნა

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მზრუნველი დედა შვილების ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებს. საზოგადოებას ოჯახის ყველაზე უმცროს ვაჟ ნიკოლას ერთ წლამდე არც უჩვენებდნენ. უსაყვარლესი ბიჭუნა ანუკის და კახას თაყვანისმცემლებმა ყურადღების ცენტრში მალევე მოაქციეს. ვის ჰგავს წამოზრდილი ნიკოლა?

კალაძეების ოჯახის თითოეული წევრი პატარა უფლისწულს ჰგავს. ბიჭუნებს, უფროსის – ლევან კალაძის გარდა, ანუკი არეშიძეს უფრო ამსგავსებენ, ვიდრე თანამდებობის პირს და ულტრამოდურ მამას კახა კალაძეს. ყველასათვის ცნობილია, რომ კალაძის სამი უფროსი ვაჟი იტალიაში დაიბადა, უმცროსი – საფრანგეთში. ისინი ერთად მოგზაურობენ, ახალ ქვეყნებს მშობლებთან ერთად იპყრობენ და უკან სამშობლოში სკოლაში წასასვლელად ბრუნდებიან.

ანუკის სოციალური ქსელის მიხედვით, ქართული მოდის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი კარიერას დიდ დროს უთმობს. ის უახლესი ჩექმების ბაბთების, ხელით ნაქსოვი და შექმნილი აქსესუარების ფოტო-ვიდეოებს ხშირად ტვირთავს. სამკერვალოში ღამეებს ათენებს, რათა ქალბატონები ახალი იდეებით გაანებივროს. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ახალგაზრდა ყოფილმა მოდელმა დროის მენეჯმენტი ზუსტად იცის. ოჯახს, საკუთარ თავსა და მეუღლეს თანაბრად უვლის და, როგორც საზოგადოებაში ინფორმაცია ვრცელდება, ამბობენ, რომ თბილისის მერი კახა კალაძეც ანუკის გემოვნებას ენდობა.

საზოგადოებას ანუკი არეშიძის და კახი კალაძის დუეტი განსაკუთრებულად უყვარს. მათ ირგვლივ სკანდალები არ ვრცელდება. მათ მეგობრული და თბილი ოჯახი აქვთ. ანუკი, საკუთარი საქმიანობის მიუხედავად, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს დედაქალაქის მერიც. სხვადასხვა ინტერვიუებში ანუკი არეშიძე აღნიშნავს, რომ პატარა ნიკოლამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის. პატარა ნიკოლას 1 წელი შეუსრულდა და ინტერნეტ-სივრცის ვარსკვლავად იქცა. ანუკი არეშიძე, მიუხედავად ცნობილი სახეების შვილების არგამოჩენის ტენდენციისა, ნიკოლას ფოტოს მაინც აქვეყნებს.

ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში დაბადებული ნიკოლა წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. „თეთრი შოკოლადი“, როგორც მას ანუკი არეშიძე მოიხსენიებს და უწოდებს, პატარა ბაჭიასაც ჰგავს. ბიჭუნას წინა ორი კბილი გამოუჩნდა და უსაყვარლესად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0