Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩიკა“ და კონსტანტინე თედელური მონაკოში მოგზაურობენ – ნახეთ წყვილის ახალი ფოტოები

© courtesy of Goga Chanadiriანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური
ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობისა და მეგა-პროექტ „მასტერ-შეფის“ ჟიურის წევრის სასიყვარულო ისტორია სულ ახლახან გახმაურდა. წყვილმა ყველასგან მოულოდნელად ხელი კახეთში მოაწერა. ახლა ვარსკვლავები ერთად მოგზაურობენ.

ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. ანას და კონსტანტინეს თმებიც კი ერთნაირად ავანგარდულად აქვთ გაკეთებული სერიალში, რეალითი-შოუსა და რეალურ ცხოვრებაში. ფაქტია, წყვილი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს.

View this post on Instagram

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება პერსონაჟებისგან განსხვავდება. სწორედ ეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.

View this post on Instagram

A post shared by Anna Chiradze (@annachiradze__) on

წყვილი ზაფხულის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ყოფნამ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ჭრილში გადაიყვანა. ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ხელი კახეთში მოაწერეს. მოულოდნელ გადაწყვეტილებას ცნობილი სახეებიც ესრებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი სცენარისტი და "ჩემი ცოლის დაქალების" მამოძრავებელი ძალა ქეთი დევდარიანი. მეგობრები ანას და კონსტანტინეს დაწყებულ ახალ ურთიერთობას დიდი სიხარულით შეეგებნენ.

View this post on Instagram

P.ous

A post shared by Chef Konstantin 🇬🇪 (@konstantin_tedeluri) on

რამდენიმე დღეა წყვილი მონაკოში იმყოფება. როგორც „ჩიკას“ Instagram-ის გვერდიდან გაირკვა, ისინი შეფ-მზარეულების მსოფლიო სამიტს ესწრებიან, რომელზეც კონსტანტინე თედელური მიიწვიეს. მზარეულების საერთაშორისო კონგრესზე ანი და კოტე ისევ და ისევ იდენტურად გამოიყურებოდნენ. მუქ ტონალობაში გადაწყვეტილი სამოსი და მათი ჰარმონიული გამომეტყველება შეუდარებლად ერწყმის ერთმანეთს. წყვილი დიდ მოწონებას იმსახურებს. მათ საერთო სურათებს 6 ათასამდე მოწონება და უამრავი კომპლიმენტი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0