Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ზაზა ფაჩულია კალიფორნიაში ცოლთან ერთად პოზირებს – შეუდარებელი წყვილის უახლესი ფოტოები

© Photo: Tika Alavidze-pachulia / FBზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე
ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას პირად ცხოვრებას, კარიერას, ჩაცმულობასაც კი აქტიურად განიხილავენ. ზაზა ფაჩულია რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ.

ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრების გაოცებას არა მხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ დიდი ოჯახითაც ახერხებს. გადატვირთული დღეების მიუხედავად მან შვილებისთვის ახალი ტექნიკა შეიმუშავა და ახლა ამერიკის სპორტ-დარბაზებში პატარა ვაჟებთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზაზა ან მისი მეუღლე თიკა ავალიძე-ფაჩულია ინტერნეტ-სივრცეში აქვეყნებენ.

View this post on Instagram

Happy 7th birthday to my angel💕 #partytime #Pachulias

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on

ზაზა ფაჩულიას ცხოვრებისეული ლოზუნგია Nothing Easy – „მარტივი არაფერია“. ეს სიტყვები მას საკუთარ Instagram-ზე უწერია. ოთხი შვილის მამის კარიერა ბევრი სირთულის თანხლებით ვითარდებოდა. უამრავი დაღვრილი ოფლის სანაცვლოდ ზაზა ფაჩულია დღეს NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონია, ორგზის ჩემპიონი. მის თითოეულ ნაბიჯს, თამაშსა და ჩემპიონატს ქართველი ქომაგები უაღრესად სერიოზულად აკვირდებიან და გულშემატკივრობენ. თბილისში მისი სახელობის საკალათბურთო სკოლაც დაარსდა, რომელზეც თავად ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ ზაზამ ქართული სოციალური ქსელი არაერთხელ გააერთიანა. მას თანამოაზრეები მალე გამოუჩნდნენ. ზაზას „ჰეშთეგებით“ NBA-ს თამაშებზე გასამარჯვებლად ეხმარებოდნენ და პირად გვერდზე საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქეს vote for Zaza Pachulia („ხმა მიეცი ზაზა ფაჩულიას“) ეწერა.

View this post on Instagram

🤘🏼

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on

35 წლის სპორტსმენს ოთხი შვილი ჰყავს. დათა, საბა, მარიამი და ნუცა სიმაღლითა და სპორტული აღნაგობით მამას ჰგვანან. ბიჭებთან მამას განსაკუთრებული მიდგომა აქვს, როგორც ირკვევა, ისინი ერთად ვარჯიშობენ. მარიამი და ნუცა კი ნამდვილი პრინცესები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა, ზაზა ფაჩულიას უმცროსი ქალიშვილი ნუცა ამერიკაში დაიბადა. გოგონას გაჩენას მამა არ დასწრებია და მას სახელი უფროსმა დამ შეურჩია.

View this post on Instagram

🍷

A post shared by Tika Alavidze Pachulia (@tikaalavidzepachulia) on

ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდიოდა, სადაც თამაშობდა „ორლანდოში“, „მილუოკიში“, „ატლანტაში“, „დალასში“. 2016 წლის ზაფხულში „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ შეუერთდა, სადაც გუნდთან ერთად ორჯერ ზედიზედ საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. ზაზა ფაჩულია ამჟამადაც ამ გუნდის წევრია, როგორც ბიზნესის და საკალათბურთო საკითხებში მრჩეველი.

ყველა ახალი ამბავი
0