Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საქართველოში ასეთი რამ არსებობს?“ – ნანუკას ვაჟმა თმები ლურჯად შეიღება – ფოტოები

© Facebook / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ოჯახის ცნობილი ვაჟი საბა კოდუა ექსტრავაგანტული ბიჭუნა აღმოჩნდა. ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟი დედასთან ერთად ბევრს მოგზაურობს და სტილს ეტაპობრივად იცვლის. ნახეთ, როგორ გამოიყურება ჟურნალისტის ლურჯთმიანი ვაჟი.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს და დატვირთული გრაფიკი აქვს, საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესები ხდება. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

მარიამი და საბა ერთმანეთს ძალიან ემეგობრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკას მიერ გაზიარებულ „სთორებში“ ხშირად კინკლაობენ და კამათობენ, აშკარაა, მათ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. ნანუკა შვილების მიმართ დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით გამოირჩევა. მარიამ გეგუჩაძესთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, მაშინ, როდესაც მოენატრება და ხშირად, როდესაც საფრანგეთში ქალიშვილის მოსანახულებლად ჩადის. მეორე მხრივ საბას და ნანუკას რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა აქვთ, ვიდრე მარიამსა და ნანუკას. ამას ინტერვიუებში ჟურნალისტი ხშირად აღნიშნავს და ამბობს, რომ ლექციებს მარიამთან ერთად ესწრებოდა და მასთან ერთად გაიზარდა, ხოლო საბა შეგნებულ ასაკში შეეძინა და დამოკიდებულებაც შეეცვალა.

საბა კოდუას ფოტომ დიდი ხმაური გამოიწვია. ხუჭუჭათმიანი ბიჭი რადიკალური ცვლილებებით გამოჩნდა. მისი ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდა, რადგან პატარა ბიჭი ადრეც გამოირჩეოდა მხიარული და თამამი ნაბიჯებით. ეს ნაბიჯი საბა კოდუამ იტალიაში, რომში დასთან და დედასთან მოგზაურობისას გადადგა. სურათი ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს ბანერის ფონზე გადაიღო. ნანუკამ შვილის ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და საბამ ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი სახე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და საავტორო გადაცემა „სხვა ნანუკას“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ორჯერ იყო გათხოვილი და ორივე ქორწინება მისთვის უიღბლო გამოდგა. პირველად ნანუკა ჟორჟოლიანი სულ პატარა დაოჯახდა. 16 წლის იყო, როდესაც რამდენიმე წლით უფროს ნიკოლოზ გეგუჩაძეზე გათხოვდა. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ნანუკა ჟორჟოლიანი ოჯახის დაშლის მომენტში 18 წლის იყო. მარიამ გეგუჩაძის დაბადებამ ნანუკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. წლების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ნანუკამ ერეკლე კოდუა გაიცნო და ცოლად გაჰყვა. თუმცა, მათი სკანდალური დაშორების შესახებ საზოგადოება დღემდე საუბრობს.

ყველა ახალი ამბავი
0