Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მასტერ-შეფის“ კონკურსანტს ულამაზესი მეუღლე ჰყავს – ფოტოები

© Photo: Gaga Vardanidze / FBგაგა ვარდანიძე
გაგა ვარდანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაგა 25 წლისაა და პროფესიით კულინარია. 18 წლიდან არაერთ ცნობილ რესტორანში უმუშავია, მათ შორის შეფ-მზარეულადაც.

გაგა ვარდანიძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს „მასტერ-შეფის“ კონკურსანტია, ის საქართველოში სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ პროექტში მიეღო მონაწილეობა. გაგა „მასტერ-შეფის“ მაყურებლებში განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს.

გაგა 25 წლისაა და პროფესიით კულინარია. 18 წლიდან არაერთ ცნობილ რესტორანში უმუშავია, მათ შორის შეფ-მზარეულადაც.

„კულინარიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. ოჯახში ბევრი ვართ ამ სფეროში: მამა, ჩემი ძმა, ბებიაჩემიც არაჩვეულებრივი დიასახლისია. ამის მიუხედავად მაინც ყველა ეწინააღმდეგებოდა ჩემ გადაწყვეტილებას. დედაჩემს უნდოდა, რომ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და დიპლომი მქონოდა, ამიტომ სკოლა რომ დავამთავრე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. როცა მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, კულინარიის აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე ისე, რომ არავის არ სცოდნოდა. ჩემმა მშობლებმაც კი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა კულინარიის აკადემია დავამთავრე“, – ამბობს გაგა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც „რეიტინგთან“ ინტერვიუში ამბობს, ერთი წელია ესპანეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მარიამიც 25 წლისაა, დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი.

აღმოჩნდა, რომ წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო და ერთი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, საცხოვრებლად ერთად გადასულიყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0