Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი განუმეორებელი დაგვიბრუნდა“ – სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს?

© Photo: Salome Chachua / FBსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ჭაჭუა ქვეყნის რეიტინგული საცეკვაო შოუს მე-9 სეზონის გახსნას არ დასწრებია. მოგვიანებით გაირკვა, რომ სუპერვარსკვლავი ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიწვიეს. ნახეთ, როგორი ემოციური შეხვედრა მოუწყო მოსწავლეებს რამდენიმე თვით წასულმა ქორეოგრაფმა.

ყველასათვის ცნობილი ქორეოგრაფი სალომე ჭაჭუა ლიბანში, ქალაქ ბეირუთში ზაფხულში გაემგზავრა. ამ პერიოდს დაემთხვა და ქალაქში ჭორები გავრცელდა, რომ სალომემ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა და მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და სანახაობრივი გადაცემის ლიდერი მოცეკვავე ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიწვიეს. უცნობია, სალომე ჭაჭუა ეკრანებზე გამოჩნდება თუ ლიბანელ ქორეოგრაფებს ავარჯიშებს. ერთი აშკარაა, რომ ძველი მეგობრები ბეირუთშიც საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და ერთად დაუვიწყარ დროს ატარებენ, რასაც სალომე საკუთარ მიკრობლოგზე აქვეყნებს.

საკუთარ სკოლას „პრაიმ დენსს“ მონატრებულმა მოცეკვავემ ჩამოსვლისთანავე პირველი სულისშემძვრელი და ემოციური ვიდეო სტუდიიდან გამოაქვეყნა. საკუთარ მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ჩამოფრინდა. აღფრთოვანებულმა პატარა მოცეკვავეებმა ემოციები ვერ დამალეს და ყველა ერთად სალომე ჭაჭუას ეხუტებოდა.

პოპულარული მოცეკვავე კიდევ უფრო პოპულარული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა. მისი მოკრძალებული ხასიათი და ცეკვის შესრულების ცეცხლოვანი მანერა ერთმანეთს არ შეესაბამება, მაგრამ ერთი ფაქტია – სალომე ჭაჭუა შეუდარებელი ილეთებითა და ხასიათით ტელეეკრანებთან უამრავ ადამიანს ატყვევებს.

ცეცხლოვანი და მიმზიდველი ქორეოგრაფი აღტაცებას იწვევს. განსაკუთრებულად აღსანიშნავი მისი დუეტი მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან აღმოჩნდა. პირველივე შესრულებიდან მათ მიმართ განსხვავებული ყურადღება გამოიჩნეს. რა თქმა უნდა, მათი ერთობლივი სულისშემძვრელი ცეკვა სალომეს ახალი ურთიერთობის დაწყებას დაუკავშირეს. გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა საუკეთესო მეგობრები არიან. პირად ცხოვრებაზე ქორეოგრაფი გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე აღარ საუბრობს.

ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია, სალომე ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს, ვინმეს ჩაანაცვლებს თუ პერიოდულად გამოჩნდება ეკრანზე. მიუხედავად ამისა, მას ფანები ბეირუთში უკვე გაუჩნდა და ქართველი მაყურებელიც მოუთმენლად ელის მოცეკვავის მორიგ და ახალ ფურორს დიდ სცენაზე.

ყველა ახალი ამბავი
0