Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თოფურიამ დედის და შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა – ნახეთ როგორ შეიცვალა მომღერლის დედა

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. მომღერალს ერთი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პატარა გოგონას ქეთას დედა ზრდის. ნახეთ უახლესი სურათები.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-თან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

მომღერალი გასტროლებზე ხშირად იმყოფება, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ოლივიასთან დროის გატარებას ინტენსიურად ცდილობს. ზაფხულისა თუ ზამთრის არდადეგებზე მომღერალი შვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. გასტროლებზე ყოფნის დროს კი მისი ქალიშვილი ქეთას დედასთან რჩება და ბებო ქართულ ლექსებსა და სიმღერებს ასწავლის. ამ ვიდეოებს ქეთი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქართველებისგან უამრავ პოზიტიურ კომენტარს იღებს. აღსანიშნავია, რომ ოლივიას დაბადების დღე ყოფილ ქმართან და ოჯახის წევრებთან ერთად წყნეთის სახლში აღნიშნა.

უახლეს ფოტოზე ქეთას დედა – ნატა და მისი პატარა ქალიშვილი ოლივია არიან. სურათზე პატარა ძაღლიც ჩანს. სავარაუდოდ, ქეთამ შვილს საჩუქარი გაუკეთა. პატარა გოგონას სიხარულისგან თვალები უბრწყინავს.

ყველა ახალი ამბავი
0