ნინო ნადირაძეს ერთი სახლის ხელა საგარდერობე ოთახი აქვს – ვიდეო

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა კარგად იცნობს ნადირაძე-კუზანოვების ოჯახს. გუგამ და ნინომ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს. მათი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ. ახალგაზრდა ექიმებმა ცოტა ხნის წინ ქალიშვილი დააოჯახეს.

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული, მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა.

მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram-ზე საგარდერობე ოთახის ვიდეო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი სიდიდით შოკირებული არიან.

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0