Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შეეცადა ჩემს გაუპატიურებას...“ – ისტორია, რომელიც კესარიას აქამდე არ მოუყოლია

გამოწერა
სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს.

აღმოჩნდა, რომ ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულის შესახებ მოდელმა ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“. მისი თქმით, დაახლოებით 15-16 წლის იყო, როდესაც ახლობლის მეგობარმა მისი გაუპატიურება სცადა.

„ახლობელთან ვიყავი სტუმრად. წამოსვლა მინდოდა და მისმა მეგობარმა გამომაცილა. შეეცადა ჩემ გაუპატიურებას, თუმცა გავუწიე წინააღმდეგობა. გაოცებული დარჩა თვითონაც, როგორი ძლიერი ყოფილხარო. ერთი-ორი დღე ჩაკეტილი ვიყავი. მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება და ამაზე მეტი სირთულეებისთვისაც ვიყავი მზად“, – აცხადებს კესარია.

მისი თქმით, იმ პერიოდში ვანიდან თბილისში ახალი ჩამოსული იყო, ცდილობდა ცხოვრების აწყობას, დამოუკიდებლად არსებობას და ყველას ენდობოდა.

მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს.
სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს.

მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

View this post on Instagram

#makeuptutorial #beautifulgirls #beauty #girl #tiktok

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. კესარია აბრამიძე დაშორდა შეყვარებულს, რომელმაც სახლი აჩუქა და რომელთანაც 3 წელი იცხოვრა. მისი თქმით, დაშორების მიზეზი ის გახდა, რომ ერთმანეთი ამოწურეს. დღეს კესარია ყოფილი შეყვარებულის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია.

ყველა ახალი ამბავი
0