11:34 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მაიკო კაჭკაჭიშვილი

„მანქანაში თუ ავფეთქდი, გახსოვდეთ, რომ მიყვარდით“–კაჭკაჭიშვილი სკანდალურ ინფორმაციაზე წერს

photo: Veriko Turashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (954)
165620

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო კანცელარიასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მოითხოვა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კაზინოებს საქართველოში დიდი მომავალი აღარ აქვთ, ამიტომ ისინი თანხის ამოღებაზე გადავიდნენ და მოთამაშეებს ფულის მოგების მინიმალური შანსიც აღარ აქვთ.

„დღეს ველაპარაკე ძალიან კომპეტენტურ ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ კაზინოები გადასულები არიან ფულის ამოღებაზე და არ არსებობს გასცენ მოგება და „ქეშბექიც“. ბევრი კაზინო მალე დაიხურება და ამიტომ არავის არ გქონდეთ მოგების იმედი თავს უშველეთ. ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, გახსოვდეთ რომ მიყვარდით“, – წერს კაჭკაჭიშვილი.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო კანცელარიასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მოითხოვა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „აზარტული თამაშები კლავს“, „ყველა კაზინოში - სამოქალაქო რეესტრი“, „დაიცავი შენი შვილი“.

აქციის ინიციატორმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ პეტიცია წაიკითხა. მოთხოვნათა შორისაა: 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა დაშვების აკრძალვა სათამაშო დაწესებულებებში; თამაშდამოკიდებულთა მკურნალობის დაფინანსება; აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა; ინტერნეტით აზარტული თამაშების საკითხის მოგვარება; ყველა კაზინოს ტურისტულ ზონაში გადატანა და 1 ნოემბრის გამოცხადება აზარტულ თამაშებთან ბრძოლის დღედ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა თამარ ჯაფარიძემ კი ხელისუფლებას დედების სახელით მიმართა.

„მივმართავ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს – მოდით, ვაღიაროთ აზარტული თამაშები მძიმე დაავადებად. სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული, მაგრამ თქვენ ამ უფლებას არღვევთ. გამოერკვიეთ და სწრაფად გადადგით ნაბიჯები“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

აზარტული თამაშების თემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორ სანდრო ბერაძის გარდაცვალების შემდეგ. როგორც ბერაძის მამამ განაცხადა, იგი დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე, რის გამოც ჰქონდა ვალები. სანდრო ბერაძე რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიაში 29 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ამის შემდეგ „პირველმა არხმა“ აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარი განაცხადა.

აზარტული თამაშები – საქართველოში ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკებიდან მიღებულ შემოსავალსაც კი აჭარბებს. თამარ ჯაფარიძის მტკიცებით, საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ყოველი მეხუთე მცხოვრები მოთამაშეა. საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას დავუჯერებთ, აზარტულ თამაშებს თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდების 58%, 17 წლის მოზარდების 90%. კაზინოებსა და სათამაშო აპარატების სალონებში შესვლაზე ასაკობრივი ცენზის გამო ზემოხსენებული კატეგორია ონლაინ-კაზინოების მომხმარებელია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (954)

მთავარი თემები