ცნობილი გახდა, ვინ არიან ატენის ქუჩაზე მოკლულები – ფოტოები

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს ახალი ვერსია ვრცელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სხვა პირმა მოკლა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული არიან 60 წლამდე ასაკის ქალი ირინა გედევანიშვილი და მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გედევანიშვილის ვაჟის ლევან აბაშიძის ცხედარიც. მას „ტაისონას“ მეტსახელით იცნობდნენ.

მეზობლები ამბობენ, რომ ირინა გედევანიშვილი ლექტორი იყო და სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

თამარ აბაშიძე ილიას უნივერსიტეტში მაგისტრანტი იყო, ადიქციის კვლევების მიმართულებით სწავლობდა.

„ფანტასტიკური ოჯახი იყო. არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ ბიჭი ძალიან კარგი იყო, დედა ირინა გედევანიშვილი ზღაპარი ადამიანი იყო. მე გავიგე, რომ ლევანმა (ტაისონამ) დახოცა დედა და და, მერე მოიკლა თავი. მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია“, – ამბობს მეზობელი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს ახალი ვერსია ვრცელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სხვა პირმა მოკლა.

შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – 109-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0