01:00 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ილია მეორე

პატრიარქი: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ“

photo: Sergo Sergi Sergi / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (67)
4410

საქართველოში არსებული რელიგიების და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები  ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  საპატრიარქოში შეიკრიბნენ.

 

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა, განაცხადა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  გამართულ მიღებაზე, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა და როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს. სადაც მტკიცე ოჯახია, იქ მტკიცე სახელმწიფოა“, აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. 

15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

„ტოლერანტობის დღეა – ურთიერთდახმარების, ურთიერთგაგების, დაცვის, იმ ფასეულობების დაცვის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვიცავდით ჩვენ და ჩვენი წინაპრები. აი, ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა აქტუალური და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კი პირველად 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნა.

 

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (67)

მთავარი თემები