Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დაუჯერებელია, მაგრამ ეს ქალი მილიონერ თოშა ქებურიას სიდედრია - ფოტოები

© Photo: Lika Shengelia / FBლიკა შენგელია მეუღლესთან ერთად
ლიკა შენგელია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა სიდედრი ჰყავს მილიონერ თოშა ქებურიას. ნახეთ თოშას ცოლის, მოდელ ქეთი ჟღენტის დედის ლიკა შენგელიას ფოტოები. აღფრთოვანებაში მოხვალთ, ისეთი ლამაზია, თავის ულამაზეს შვილსაც კი უწევს კონკურენციას

მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლეს, ულამაზეს მოდელს ქეთი ჟღენტს ახალგაზრდა დედა ჰყავს. ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია მრავალშვილიანი დედაა, თუმცა არაჩვეულებრივ ფორმაშია და შვილებთან დასავით გამოიყურება.

ლიკა შენგელიას ქეთი პირველი ქმრისგან ჰყავს. ის მეორედაა გათხოვილი და მეორე ქორწინებიდან სამი პატარა ბიჭი ჰყავს. არჩილ ჟღენტი ლიკა შენგელიას ყოფილი ქმარია, არჩილსაც ჰყავს მეორე ოჯახი ლიკას მსგავსად და მეორე ცოლთან ერთი გოგონა ჰყავს. არჩილი კალათბურთის მწვრთნელია.

„დედა წარმატებული მოდელი იყო. მაგრამ, იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. „ფორდის“ სააგენტოდანაც ჰქონდა, ჯერ კიდევ მაშინ, მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და დაანება მოდელობას თავი. მე არ მინდოდა მოდელობა, არც დედას, თუმცა წინააღმდეგი არ ყოფილა. უბრალოდ, არც უთქვამს- მიდიო. 10 წელი ჩოგბურთზე დავდიოდი და მერე ისევ მოდელობა გადავწყვიტე. თან, სულ ამ სფეროში ვტრიალებდი – დედას მეგობრები, მეც მყავს მოდელი მეგობრები, ჩემი ნათლიები არიან თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე“, - აცხადებდა ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა. სექტემბერში თოშას და ქეთის ვაჟი - ბუბა ქებურია შეეძინათ. წყვილს გოგონაც ჰყავს - ორი წლის კატერინა.

მათ სიყვარულზე ლეგენდები არ დადის, მაგრამ ერთი ცნობილია – თოშამ ქეთის ხელი კანის სანაპიროზე რომანტიკულ გარემოში სთხოვა. მანამდე ქეთის მშობლებს საფრანგეთში ერთად გამგზავრებაზე ნებართვა სთხოვა. წყვილმა ქორწილი ორჯერ გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა, ქეთი გადასარევ ფორმაშია. მოხდენილად პოზირებს ობიექტივის წინაშე და ტანწერწეტა ტანს სექსუალური საცურაო კოსტიუმით ხაზს უსვამს.

ყველა ახალი ამბავი
0