Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძეს ვეღარ იცნობთ - დიზაინერმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა? - ფოტოები

© Facebook / Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქტუალური და საინტერესო ქართველი ქალი ბევრ ადამიანს ხიბლავს, და ამაში გასაკვირი არაფერია. ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს

თბილისის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძემ დიზაინერებს შორის მეტად მაღალი შეფასება მიიღო. ქართველი წარმატებული დიზაინერი ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის დახვეწილ კაბებსა და ახლა უკვე აქსესუარებსაც ჰქმნის. ხელით შესრულებული სამოსი მილანსა და პარიზის მოდის სახლებში იგზავნება და იყიდება. ანუკის მუზა და მოტივატორი, როგორც თავად აღნიშნა, მისი ვაჟები არიან. საკუთარი ჩვენება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა, სწორედ მათთან ერთად დახურა.

აქტუალური და საინტერესო ქართველი ქალი ბევრ ადამიანს ხიბლავს, და ამაში გასაკვირი არაფერია. ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული.

მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა.

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა Instagram-ის „სთორიში“ რამდენიმე ფოტო დადო, სადაც სახეზე ძალიამ შეცვლილია. მართალია, ფოტოებს ეფექტი ადევს, აშკარად ჩანს, რომ დიზაინერმა სავარაუდოდ, ტუჩი გაიდიდა.

ყველა ახალი ამბავი
0