Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მინდა გაიღვიძოს ურთულესი მშობიარობით, დაჩირქებული მკერდით...“– ნახეთ ვისზე წერს მომღერალი

© Photo: Christine Imedadze / FBქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალურად ქრისტინე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი. მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სურვილია ერთ დღესაც ყველა მამაკაცმა გაიღვიძოს და ფეხმძიმედ იყოს, რათა მათ განიცადონ ის, რასაც ქალები განიცდიან.

„მე მინდა რომ ერთ დღეს მსოფლიოს ყველა მამაკაცმა გაიღვიძოს და იყოს ფეხმძიმედ. უმძიმესი ტოქსიკოზითა და ტონუსით 9-ვე თვე, სიმფიზიტით ბოლო თვეში, ურთულესი მშობიარობით, მკერდის ჩამაგრებით, დაჩირქებული ჩამოფლეთილი მკერდით, 40 სიცხეებით და გენრიეტას ვიზიტები ყოველდღიურ რეჟიმში!“ – წერს მომღერალი.

პოპულარული და მიმზიდველი ქრისტინე იმედაძე მრავალფეროვანი კარიერით გამოირჩევა. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზე გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით ჩასჭიდა ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ცნობილი ქართველი მსახიობის სილამაზე და ტანწერწეტობა გენეტიკამაც განსაზღვრა. მოგეხსენებათ, მომღერალი ცნობილი ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია.

იმედაძის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ. მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპათიურ ფეხბურთელთან აწყვილებდნენ, თუმცა ოფიციალურად ქრისტინე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი. მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. ცნობილია, რომ 39 წლის სპორტმენმა კარიერის საუკეთესო წლები უკრაინის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტს“ დაუკავშირა.

დაოჯახებისას ლაშა 29 წლის იყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ტაისია შეეძინა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ქრისტინემ და ლაშამ სულ წელიწად-ნახევარს იცხოვრეს ერთად. ქრისტინე და ტაისია განსაკუთრებული დედაშვილობით გამოირჩევიან. მომღერლის მზრუნველობა და აღზრდის განსაკუთრებული უნარი სოციალურ ქსელშიც კარგად ჩანს. ტაისიას მამას ძალიან ამსგავსებენ, თუმცა გრძელფეხება გოგონა აღნაგობით დედას ემსგავსება. ბოლო წლების მანძილზე ქრისტინე იმედაძის და ცნობილი მილიონერის თოშა ქებურიას სიყვარულის ისტორიაზეც საუბრობდნენ. თუმცა, მომღერალმა ურთიერთობა არ დაადასტურა და თორნიკემაც მალევე მოიყვანა ცოლი – მოდელი ქეთი ჟღენტი და მათ ახლა ორი შვილი ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0