Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინუცა მაყაშვილს უსიმპათიურესი შეყვარებული ჰყავს – წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს

© Photo: Ninuca Makashvili / FBნინუცა მაყაშვილი
ნინუცა მაყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინუცა მაყაშვილის ცხოვრებაში ახალი რომანტიკული ეტაპი დადგა. რუსკას და შეყვარებულია. ნახეთ, როგორ გამოიყურება ნინუცას სექსუალური მეორე ნახევარი.

ყველასათვის ცნობილი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. რუსკა და ნინუცა დედას მკაცრს უწოდებენ. თამარ მაყაშვილსა და ცნობილ ქალიშვილებს შორის ხშირად დგება გაუგებრობა. ნინუცას პირველი ქმარი არანაკლებ პოპულარული თეატრის მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მეორე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსკა მაყაშვილი ნინუცაზე მეტად ცნობილია, მასზე უფრო მეტი ჭორი ვრცელდება. ნინუცა მაყაშვილმა ახალი ცხოვრება ახალ მეორე ნახევარს დაუკავშირა. მისი რჩეული მომხიბლავი ბათუმელი ვასკა ჩხაიძეა. ნინუცა ვასკასთან ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა და არც ახლა გამოირჩევა სიყვარულზე საჯარო საუბრით.

A post shared by ninuca makashvili (@ninucamakashvili) on

ნინუცა მაყაშვილი ინტერვიუებში სიყვარულზე კომენტარის გაკეთებას თავს არიდებს, მაგრამ სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა და მეორე ნახევართან გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს. წყვილი თავს ერთად ძალიან კომფორტულად გრძნობს. გულშემატკივრებს მხიარულ ვიდეოებსაც უზიარებენ.

როგორც ჩანს, ვასკა ჩხაიძე სპორტით არის დაკავებული. 28 წლის ახალგაზრდა და სიმპათიური მამაკაცი შეყვარებულს დიდ დროს უთმობს. დროს ერთად ატარებენ როგორც თბილისში, ისე ბათუმში. ბათუმელ გოგოებს შორის ვასკა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მხიარული ქართველი მსახიობი ბევრისათვის საყვარელ მსახიობად იქცა. ნინუცა მაყაშვილი ექსპერიმენტებით გამოირჩევა. ახალ ურთიერთობებს სტილის ცვლილებებიც მოჰყვა. მას უამრავი ტატუ აქვს. რეიტინგულ პროექტ „ყველაზე ძლიერში“ დავალების გამო თამამი ნაბიჯიც გადადგა და მაყურებელი გააოცა. ნინუცამ გრძელი თმები დაუფიქრებლად გადაიხოტრა, რათა გუნდისთვის მოგება მოეტანა.

ყველა ახალი ამბავი
0