„განერვიულეთ გიო? როგორ მოეფერებოდი...“ – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი მეუღლეს

© Photo: Nanuka Gogichaishvili / FBგიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო წლები სიმსივნეს ებრძოდა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მოდელ ნინი გოგიჩაიშვილის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გასართობ შოუში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და გარდაცვლილ მეუღლეს, ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილს მიმართავს.

ნათია ბანძელაძის თქმით, შოუს ნახვისას ძალიან ინერვიულა და სულ „გოგიჩა“ ახსენდებოდა. 

ცნობილი საცეკვაო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცხრე სეზონი გრანდიოზულად გაიხსნა. პოპულარული საცეკვაო პროექტის ახალ სეზონში მონაწილეობენ: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა ცინცაძე, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მახო გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.

ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
„არ ვცნობ უშენობას, ჩემთან ხარ ყოველწამს...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

პროექტის წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან. კონკურსანტებს კი სამკაციანი ჟიური შეაფასებს, ესენი არიან: ირაკლი მაქაცარია, ლიზი მორი და ხოაკინ კორტესი. საცეკვაო შოუს მთავარი მსაჯი ფლამენკოს მსოფლიო ვარსკვლავი ხოაკინ კორტესი იქნება.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას, 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეები მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0