18:41 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
46510

მომღერალი ნუცა ბუზალაძე იმიჯის შეცვლაზე აქტიურად მუშაობს. საკუთარ თავს შემსრულებელი დაუღალავად უვლის და ფანების აღფრთოვანებას იწვევს. ნუცამ ნავარჯიშები უკანალი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სურათზე გამოაჩინა.

თამამი და გულახდილი არტისტი თაყვანისმცემლების გაკვირვებას არ ეშვება. მისი ყოველი ახალი ფოტო დიდ გამოხმაურებას იწვევს. ნუცამ გაწერილი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვარჯიში აქტიურად განაგრძო და სასურველ შედეგამდე უმოკლეს დროში მივიდა. ამჟამად მომღერალი კონსერვატორიის სტუდენტია. აშაკარაა, რომ მის კარიერაზე ეს კარგად აისახება. ნუცამ წარმოადგინა ახალი ალბომი სიმღერით Beautiful lies, რომლის ავტორი თავადაა.

ქართველმა სელებრითებმა ჯანსაღი ცხოვრების, დიეტის და სპორტის პროპაგანდა აქტიურად დაიწყეს. ისინი სასურველი წონისთვის და ტანის ფორმების დახვეწისთვის დიდ ძალისხმევას არ იშურებენ. ადრე თუ გვიან საერთო კამპანიას უერთდებიან, რომელშიც ყველაფერი ჯანსაღი და ჯანმრთელია მიღებული. მათ რიგს ნუცა ბუზალაძეც შეუერთდა. მომღერლის თაყვანისმცემლები კომენტარებში მას აფრთხილებენ, ანორექსია არ დაემართოს. აშაკარაა, რომ არტისტმა რადიკალური ცვლილებები დაიწყო. მართალია, მას ძალიან უხდება დაკუნთული და დახვეწილი საჯდომი, მაგრამ თაყვანისმცემლები თამამ ფოტოებს არ უწონებენ.

22 წლის მომღერალი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია. რამდენიმე თვის წინ სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „ნუცა 22“ გამოუშვა, რომელიც „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერა. ალბომი სამენოვანია და მასში ნუცას და სხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი 11 სიმღერა შედის.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები