13:35 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (351)
106 0 0

კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარემონტო სამუშაოებით დაიწყო

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამჟამად, საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ ახლადგამოვლენილი დაზიანებული ქსელის ჩანაცვლების სამუშაოები მიმდინარეობს. 

„შეიძლება  პროცესი რამდენიმე დღის დაგვიანებით დასრულდეს  იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, GWP-მ დაზიანებული ქსელი აღმოაჩინა და მისი ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომინუკაციები, რათა წლების შემდეგ რაიმე პრობლემამ თავი არ იჩინოს.

„პროექტი იდეალური იქნება, როდესაც დასრულდება თავისი გამწვანებითა და განათების სისტემით...განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ გავალამაზოთ, გავამწვანოთ, განათების ბოძები შევცვალოთ და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადაჭიმული, მიწის ქვეშ განვათავსოთ. პარალელურ რეჟიმში, იწარმოებს საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარემონტო სამუშაოებით დაიწყო. გასული წლის განმავლობაში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, დამონტაჟდა LED-განათება.

 

თემები:
თბილისის მერია (351)

მთავარი თემები