თბილისის ზოოპარკში აფრიკული მოხატული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ - ფოტო

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაფთარი
აფთარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოოპარკის თანამშრომლები აფრიკულ მოხატულ ძაღლს შესაძლებლობას აძლევენ, თვითონ გადაწყვიტოს, როდის აჩვენებს ის თავის ლეკვებს მსოფლიოს

თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებენ იმის თაობაზე, რომ დაიბადნენ გადაშენების პირას მყოფი აფრიკული მოხატული ძაღლის ლეკვები.

ზოოპარკის თანამშრომლებმა ჯერ არ იციან, რამდენი ლეკვი ჰყავს ძაღლს, რადგან ის თავის ნაშიერებს მალავს. ზოოლოგებმა კი გადაწყვიტეს, ის არ შეაწუხონ.

ამ დღეებში ძაღლმა თავისი ორი ლეკვი გამოიყვანა მზეზე გასათბობად, შემდეგ კი უკან შეაბრუნა.

„გამოსვამს ცოტა ხნით, მზეს მიაფიცხებს, გააგორ-გამოაგორებს, გაასუფთავებს, მუცლებს დაუმასაჟებს, მერე ჩაავლებს პირს და უკან, ბუნაგში აბრუნებს", - აღნიშნავენ ზოოპარკში.

აფრიკული მოხატული ძაღლი, ანუ აფთრისებრი ძაღლი (Lycaon pictus) ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველია. მოხატული ბალნიანი საფარველის გამო მას „ჭრელ მგელსაც" უწოდებენ. ის გადაშენების პირას არის მისული. მათი გადაშენების ძირითადი მიზეზებია - ცხოვრების ჩვეული ადგილების დეგრადაცია და ინფექციური დაავადებები, ასევე, მათი უკონტროლო დახოცვა. ძუ აფრიკული მოხატული ძაღლი, ჩვეულებრივ, 6-8 ლეკვს ყრის.

ყველა ახალი ამბავი
0