17:34 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
3129810

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ წყვილმა თელავში ხელი მოაწერა. ანისა და კონტანტინესთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველ ქორწინებაში მათ თითო შვილი ჰყავთ

ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები, დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი რეალური ცხოვრება პერსონაჟებისგან განსხვავდება. სწორედ ეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.

ანა ჩირაძეს და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო. ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა.

ისინი სხვადასხვა ტელეგადაცემებში მუშაობენ, მასმედიასთან კომუნიკაცია და პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. ანა ჩირაძე, „ჩიკას“ როლით გადატვირთული, ამ პერსონაჟს იმდენად პროფესიონალურად ასახიერებს, რომ ბევრს „გურანდა მეძმარიაშვილი“ ანა ჩირაძე ჰგონია და პირიქით. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე თედელურს „მასტერ-შეფის“ სახალისო შოუს დაწყებამდე ნაკლებად იცნობდნენ. ახლა წყვილს ყველა განიხილავს და საზოგადოებაში მათი დუეტი დიდ პოზიტივს იწვევს.

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ წყვილმა თელავში ხელი მოაწერა. ანი ჩირაძის პირველი ქმარი ზეზვა ცისკარიშვილი გახლდათ, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ვაჟი. წყვილს საერთო შვილი ნიცა ცისკარიშვილი ჰყავთ.

ანისთან ქორწინებამდე დაოჯახებული იყო შეფი კონსტანტინე თედელურიც. მისი ყოფილი ცოლი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის და - პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სონია ნიკოლაძე გახლდათ. კონსტანტინეზე გათხოვების შემდეგ სონია ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.

ბერლინიდან სონია მეუღლესთან დაშორებული დაბრუნდა და კარიერა წარმატებულად თბილისში გააგრძელა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ. ცნობილ შეფს, ყოფილ მეუღლესთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში ახლაც გამოქვეყნებული აქვს და არ წაუშლია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები