„დაველოდები იმ ბედნიერ დღეს, როდესაც შევხვდებით“- ნინო სულაბერიძის უკანასკნელი პოსტი ძმაზე

© Photo: Nino Sulaberidze / FBნინო სულაბერიძე
ნინო სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში ნინო სულაბერიძე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ოჯახს რესურსი აღარ გააჩნდა და რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართა მის დასახმარებლად

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, ორი დღის წინ გარდაიცვალა. გოგონას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

სესილი ბოკერია - Sputnik საქართველო
„გავქვავდი, ცრემლები მომადგა“ – ჟურნალისტს სასულიერო პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ნინო სულაბერიძეს მცირეწლოვანი ვაჟი – ლუკა დარჩა. ნინოს ცოტა ხნის წინ, ძმა გარდაეცვალა. გოგონა სოციალურ ქსელში წერდა:

„არ მჯერა, რომ დამტოვე. შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის. გთხოვ, მასწავლე, როგორ გავძლო უშენოდ ამ სამყაროში, ჩემო ანგელოზო. ლევანი, შენ მაძლევდი ცხოვრების სტიმულს, ახლა კი ცხოვრება შავ-თეთრი და უინტერესო გახდა. მე დაველოდები იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე და შენ შევხვდებით. შიში მქონდა, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არაფრის მეშინია, ლევანიკო“,- წერდა ნინო სულაბერიძე.

ბოლო წლებში ნინო სულაბერიძე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ოჯახს რესურსი აღარ გააჩნდა და რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართა მის დასახმარებლად.

ყველა ახალი ამბავი
0