00:50 27 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6371
  • 100 RUB4.1621
  • USD3.0828
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
22241 0 0

ბერამ მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში იქორწინა. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში იზეიმა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ბე­რა­სა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. ივა­ნიშ­ვი­ლი ახლა ბრა­ზი­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ამა­ზო­ნის ტყის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ებ­შია ჩარ­თუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს ცოლს ის Instagram-ზე ულო­ცავს.

„ქორ­წი­ნე­ბის პირ­ველ წლის­თავს გი­ლო­ცავ, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო! ყო­ველ დღე სულ უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი ან­გე­ლო­ზი მყავს. ძა­ლი­ან ძნე­ლია, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ერ­თმა­ნე­თის­გან შორს რომ ვართ, თუმ­ცა ჩემი ცოლი და­ჟი­ნე­ბით მარ­წმუ­ნებ­და, რომ ჩემი ბრა­ზი­ლი­ა­ში ყოფ­ნა ახლა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა. მას ყო­ველ­თვის სჯე­რა ჩემი ოც­ნე­ბე­ბის და თა­ვად არის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამის­რულ­და“, – წერს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი.

საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ბრაზილიაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ბრაზილია! მომდევნო კვირაში პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მომწერეთ რაიმე რეკომენდაცია ჩემი მოგზაურობისთვის“, – წერდა ბერა ივანიშვილი.

რამდენიმე ხნის წინ ბერამ დააანონსა, რომ ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. შემდეგ კი ბერა ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო“.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამ ინიციატივის გახმოვანების შემდეგ კრიტიკის ობიექტი გახდა. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გაჩნდა. სულ დაფიქსირდა 70 ათასზე მეტი კერა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს. აალების ძირითადი კერები ბრაზილიის ტერიტორიაზე იყო. ხანძრები დაფიქსირდა ბოლივიისა და პერუს ტერიტორიებზეც. ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ.

ბერამ მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში იქორწინა. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში იზეიმა. 2019 წლის მარტში ბერამ და ნანუკამ ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს. წყვილი ვაჟს ელოდება.

ცნობილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები