ავტოავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ამაოდ ელოდებიან წესის აგებას

© photo: Sputnik / Stringerადამიანი სანთლით ხელში
ადამიანი სანთლით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, როდესაც ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების" წევრობაზეა საუბარი.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები უარს აცხადებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული შაკო ბარამიძისთვის წესის აგებაზე, რადგან ის ოპოზიციური პარტიის მიერ ფსევდორელიგიური ორგანიზაციის „მღვდელმსახურად" ირიცხება.

სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა შეიძლება შეიცვალოს>>

პარტია „გირჩის" ლიდერებმა, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისა, 2017 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რაც ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის თავიდან აცილებაში ეხმარება. საქართველოში მღვდელმსახურისთვის ჯარში სამსახური სავალდებულო არ არის.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯაფარიძე: ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით

რაც შეეხება ბარამიძეს, ის იმერეთში 5 ნოემბერს დაიღუპა, მაგრამ ოჯახს ის ჯერ არ დაუსაფლავებია იმის იმედით, რომ მართლმადიდებელი მღვდელი მას წესს აუგებს.

„მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ბარამიძის ოჯახის დასახმარებლად შეადგინეს დოკუმენტი, რომელიც აუქმებს ახალგაზრდის მღვდელმსახურის მოწმობას. ამის შესახებ აცნობეს საპატრიარქოს, ასევე სასულიერო პირებს, რომლებსაც ოჯახმა მიმართა, მაგრამ მათ მაინც უარი მიიღეს.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქომ სკანდალური კანონპროექტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

ამასთან, დაღუპულის ოჯახმა „გირჩი" ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

„გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის" მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა", – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

პარტია „გირჩმა" თავიდანვე გაითქვა სახელი თავისი არაორდინარული და თამამი იდეებით და ახალგაზრდებს შორის ბევრი მხარდამჭერი მიიზიდა.

ყველა ახალი ამბავი
0