Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მძიმე მშობიარობა“ – ნოე სულაბერიძე შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

© photo: Janet Kerdikoshvili / Instagramჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ორაზროვან სურათს აქვეყნებს. რა მოუვიდა ქალების გულთამპყრობელს?

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი აქტუალურობით სარგებლობს. პოპულარულმა და ნიჭიერმა პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ, ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძისგან პირველ შვილს ელოდება, ხოლო ნოესთვის ეს მესამე ახალშობილი იქნება.

სულ რამდენიმე დღის წინ ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ Instagram-ზე სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. წარწერამ „მძიმე მშობიარობა“ ბევრი ადამიანი გააკვირვა. საზოგადოებაში ინფორმაციამ არასწორად გაჟონა და წყვილის თაყვანისმცემლებს ეგონათ, რომ ჯანეტმა დროზე ადრე იმშობიარა. მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-9 სეზონის გახსნას ჯანეტი და ნოე ერთად ესწრებოდნენ. წითელ კაბაში გამოწყობილ ულამაზეს მოდელს ფეხმძიმობა უკვე კარგად ეტყობა. როგორც თავად ნოე აღნიშნავს, ჯანეტი უპრეტენზიო ფეხმძიმეა და ამ ვითარებაშიც უსაყვარლესია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლებს უპასუხა.

გამოქვეყნებული ფოტოს წარწერა არა ჯანეტის მშობიარობას, არამედ ერთი დიდი ხინკლიდან პატარა ხინკლების გაჩენას გულისხმობდა. დამაინტრიგებელმა წარწერამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია და ნოე მორიგ სკანდალში გაეხვა. ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზის მოლოდინში არიან. ნოეს მესამე შვილი ეყოლება. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0