Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის გოგო, რომელმაც „მასტერშეფის“ მონაწილე დიმუ მენაბდე და თინა მახარაძე დააშორა– ფოტო

© Photo: Dimu Menabde / FBთინა მახარაძე და დიმუ მენაბდე
თინა მახარაძე და დიმუ მენაბდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაახლოებით ოთხი წლის წინ თინა ნიუ-იორკში სარეჟისორო სკოლაში ჩაირიცხა. მისი სწავლების სამწლიანი საფასური (წელიწადში 55 000$) „განათლების საერთაშორისო ცენტრმა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადა.

მას შემდეგ, რაც სკანდალური მსახიობი თინა მახარაძე ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ გიორგი სამხარაძეს დაშორდა, 2015 წელს საზოგადოებამ მისი და დიმუ მენაბდის სიყვარულის შესახებ მალევე შეიწყო სოციალური ქსელიდან, სადაც ისინი ურთიერთობას არ მალავდნენ და ხშირად აქვეყნებდნენ ერთობლივ ფოტოებს. ეპატაჟურ მსახიობს არც შიშველი ფოტოების ნაკლებობით მიუცია საზოგადოებისთვის მოწყენის უფლება.

დაახლოებით ოთხი წლის წინ თინა ნიუ-იორკში სარეჟისორო სკოლაში ჩაირიცხა. მისი სწავლების სამწლიანი საფასური (წელიწადში 55 000$) „განათლების საერთაშორისო ცენტრმა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადა. როგორც თავად მსახიობი აცხადებდა, “განათლების საერთაშორისო ცენტრში” რეკომენდაცია რამდენიმე ადამიანმა გაუწია, მათ შორის ნიკა რურუამ.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული თინას, სავარაუდოდ, ახალი შეყვარებული ჰყავს. სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოები უდევს, მათ შორის ქავერად. გაი ვერნიკს საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკი აქვს მითითებული. თინამ და გაიმ ერთმანეთი სარეჟისორო სკოლაში გაიცნეს. ერთად გადაღებულ არაერთ პიკანტურ ფოტოზე ქართველი მსახიობი გულების სიმბოლოებს დაუშურვებლად ტოვებს.

რაც შეეხება დიმუს, მასთან დაშორებაზე მსახიობს კომენტარი არ გაუკეთებია. აღმოჩნდა, რომ წყვილი ერთი წლის წინ დაშორდა და, როგორც დიმუ „მასტერ-შეფში“ მონაწილეობის შემდეგ „რეიტინგთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისი და თინას დაშორების მიზეზი მისი ყოფილი ცოლი გახდა.

„ჩემმა ყოფილმა ცოლმა იდიოტობები გააკეთა და აქედან დაიწყო ყველაფერი. მოიტყუა, ილაპარაკა ის, რაც არ ყოფილა და ამას მოჰყვა კონფლიქტები. სამი წელი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ჩემი ძმაკაცის ცოლია და გამარჯობასაც არ ვეუბნები“, – ამბობს დიმუ.

დიმუ მენაბდის ყოფილი ცოლი ნინია შერპაა, რომელიც ამჟამად გიორგი შანიძეზეა გათხოვილი.

ყველა ახალი ამბავი
0