Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„18 წლის გახდა ევანგელინა“ – შორენა ბეგაშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

© FB / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშვენიერი შორენა ბეგაშვილი და ულამაზესი ევა ბარბაქაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი დედა-შვილია. ევამ სკოლა წელს დაამთავრა.

ცნობილი მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი იუბილარია. ევა ბარბაქაძე 18 წლის გახდა. დედამ შვილს დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა და საზოგადოებისთვის უცნობი მისი ფოტოები გამოაქვეყნა.

სექსუალური მსახიობის ქალიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. ევამ მომავალი პროფესია ადამიანების სულიერ სამყაროს დაუკავშირა, გოგონა მალე პროფესიონალი ფსიქოლოგი გახდება. შორენამ შვილის მიერ არჩეული უმაღლესი სასწავლებელი დაათვალიერა და სოციალურ ქსელს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას სასწაული უწოდეს თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

გადაცემა „ვიზიტორის” სტუმარმა, ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, სხვა თემებთან ერთად, ევას ამბავზე და საკუთარ განქორწინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ევას ამბავმა დაანახა, რამდენად ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი.

„ჩემ სოციალურ გვერდებზე არაფერს ვშლი. გადავავლე თვალი იმ პერიოდში სხვადასხვა ადამიანის მოწერილებს. მეუბნებოდნენ, ასე რომ იქცევი, იმსახურებ ამ განსაცდელსო, ახლა კი მებოდიშებიან და თავიანთ სისასტიკეს აღიარებენ, თუმცა ახლა გვიანია, არავის ნუგეში არ მჭირდება. ყველაფერი კარგად დასრულდა, ევა ახლა პირველ კურსზეა და ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება. როგორც ჩემ არჩევანში არ ჩაერივნენ ჩემი მშობლები, ანალოგიურად არ ჩავერევი ევას არჩევანში, მან უკეთ იცის, რა სჭირდება“, – განაცხადა შორენამ.

ყველა ახალი ამბავი
0