18:22 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
5900 0 0

ყველასათვის ცნობილი რუსკა მაყაშვილი ერთი ვაჟის- პატარა ილიას დედაა. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი, დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ფეხმძიმედაა თუ არა რუსკა მაყაშვილი მეორე შვილზე?- ეს ყველას აინტერესებს...

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. რუსკამ ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამამ მასზე და მის დაზე ნინუცა მაყაშვილზე ბავშვობაში უარი თქმა. მიუხედავად ამისა, დებს ადამიანების სიყვარული და ნდობა არ დაუკარგავთ. ახლა, გოგონები ბედნიერი დედები და წარმატებული ქალბატონები არიან.

პოზიტიური და ყველასათვის საყვრელი რუსკა არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისათვის სამაგალითო გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 2 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. მხიარული ბიჭუნას ვიდეოები ინტერნეტ-სივრცეში ელვის სისწრაფით ვრცელდება და ბევრ ადამიანს, ისევე როგორც რუსკა, ღიმილს ჩუქნის. სოციალურ ქსელზე დაყრდნობით ილია ნიჟარაძე ბაღში წაიყვანეს. ცელქი ბიჭუნა დედასავით მოუსვენარი აღმოჩნდა.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ. რუსკა მაყაშვილმა საკუთარ გვერდზე მეგობრის ატვირთული ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობს წამოზრდილი მუცელი უჩანს. შავ კაბაშ გამოწყობილი ტელესახე მიმზიდველად გამოიყურება. კაბის მიერ გამოჩენილმა დიდმა მუცელმა ეჭვები გააჩინა.  აღსანიშნავია, რომ რუსკა მაყაშვილი აღნიშნულ სურათზე ბახვა ბრეგაძესა და კახა კინწურაშვილთან ერთადაა. უცნობია, ეს ძველი თუ ახალი ფოტოა, მაგრამ რუსკას ტელეწამყვანობიდან გამომდინარე, ეკრანზე წამოზრდილი მუცელი ფეხმძიმობაზე ვარაუდებს არ აჩენს.



თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები