„როცა ქმარი 26 წელია სისხლს გწოვს...“-ნადირაძეს მეუღლემ თანაცხოვრება ორიგინალურად მიულოცა

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი 26 წელია დაოჯახდნენ. ამის შესახებ ტელესახემ ნინო ნადირაძემ Facebook- ზე დაწერა. ნახეთ რა აჩუქა ცოლს ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა...

კუზანოვების ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ნინოს და გუგას ქალიშვილის დაოჯახებამ მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა. ამის მიზეზი, როგორც ყოველთვის ნინოს ორიგინალური გამოხმაურებები გახდა. მომავალმა სიდედრმა საზოგადოებას მომავალი სიძე გამორჩეულად გამოაჩინა და მის მერე მათი შვილის ახლადშექმნილი ოჯახის მიმართ ყურადღება არ წყდება. ერთად ერთი, რაც თაყვანისმცემლებმა ვერ გაარკვიეს ბაია კუზანოვას ქმრის პროფესიაა.

გუგა კუზანოვი და ნინო ნადირაძე შვილებზე ძალიან ზრუნავენ. უმცროსი ვაჟი 16 წლის არის და თინეიჯერობის მიუხედავად დიდი გეგმები უკვე დაისახა. ბაიამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა და ახლა მამასთან ერთად გარდა იმისა, რომ ოპერაციებს ესწრება, თავადაც მონაწილეობს. როგორც აღმოჩნდა, ნინო ნადირაძე და მისი ცხოვრების მეგზური გუგა კუზანოვი 26 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ. ქმარმა ცოლს თანაცხოვრების წლები ორიგინალურად მიულოცა. ფოტოების გარდა, ნინომ ვიდეოებიც გამოაქვეყნა. „ეს როდის მოაკუსკუსა? აი, შესვენებაზე გასულს დამახვედრა“- ამბობს კუზანოვა-ნადირაძე. ამ პოსტზე ნინოს მეგობრებმა უამრავი კომენტარი- თბილი სიტყვები და მილოცვები დატოვეს, რამაც ნინომ უყურადღებოდ არ დატოვა.

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0