გაფიცვა „თბილსრესზე“: მოლაპარაკებები უშედეგოდ მთავრდება

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი დღის განმავლობაში გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. გარდაბანში თბოელექტროსადგურ „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია და დილიდან კომპანიის შენობის შესასვლელთან არის შეკრებილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თანამშრომლები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ, ასევე, ღამის საათებში ანაზღაურების 20%-ით გაზრდას, და პრემია-დანამატებს ითხოვენ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების განმარტებით, ადმინისტრაცია მათ იანვრიდან ხელფასების 20%-ით მომატებას დაჰპირდა, თუმცა ეს დაპირება წერილობით არ გააფორმა. დასაქმებულები არ თანხმდებიან და გაფიცვას აგრძელებენ: გაფიცვის მე-4 დღეს აქციაში მონაწილეობას ყველა დასაქმებული გეგმავს, ნათქვამია გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებაში.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
„თბილსრესის" 200-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია

„ჩვენი მოთხოვნა იყო 50 პროცენტით ხელფასის გაზრდა. ადმინისტრაციამ გვითხრა ამასთან დაკავშირებით, რომ პირველი იანვრიდან გაზრდის 20%-ით. ასევე იყო გაცემა პრემიის, რომელსაც ასევე დათანხმდა, თუ დაიწყებთ მუშაობას, 3 დღეში გავცემთო. მესამე მოთხოვნა იყო ღამის საათებზე 20 პროცენტით გაზრდა. დაზღვევის საკითხებზეც იყო საუბარი, თუმცა ძირითადი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო”, – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ამირან ზენიაშვილი.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მსგავსი დაპირება ადმინისტრაციის მხრიდან ჯერ კიდევ მაისში იყო, რომელიც არ შესრულდა, ამიტომ ქარხნის ადმინისტრაციას მხოლოდ სიტყვაზე არ ენდობიან და წერილობით დასტურს ითხოვენ.

კომპანიამ თანამშრომლების ავტობუსით მომსახურებაზეც უარი თქვა.

გაფიცულებთან ერთად კომპანიის შენობასთან პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0