04:35 04 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6919
  • 100 RUB4.2633
  • USD3.1048
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
37701

მომღერლის თქმით, არც მის ყოფილ შეყვარებულს და არც მის უახლოეს მეგობარს დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ იმისთვის, რომ გული ატკინეს

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ „ფარულ კონვერტში“ ია ტომაშთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. მომღერალმა ილაპარაკა იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც მას ზუკა ყალიჩავასთან ჰქონდა.

მომღერლის განცხადებით, ზუკასთან რომანი, ჩხუბის შემდეგ დასრულდა, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ თავის შეყვარებულთან ურთიერთობა მის მეგობარსა და კოლეგას, ია ტომაშს ჰქონდა, მძიმედ გადაიტანა და ია ტომაშის სახლის წინ დაწერა: „აქ ცხოვრობს ბოზი“.

27 წლის ზუკა ყალიჩავა დიზაინერია, მან საკუთარი ბრენდი Dazz Dazz ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა.

მომღერლის თქმით, არც მის ყოფილ შეყვარებულს და არც მის უახლოეს მეგობარს დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ იმისთვის, რომ გული ატკინეს.

„როგორ განვიცადე, იცით, ეს ამბავი?! გავითიშე... მუხლები მომეკვეთა და დავეცი სამზარეულოში“, – იხსენებს მომღერალი იმ მომენტს, როდესაც წყვილის ურთიერთობის შესახებ გაიგო.

თიკა ჯამბურიას ყოფილი შეყვარებული ზუკა ყალიჩავა ადრე „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. რაც შეეხება ია ტომაშს, ის ამ დროისთვის გათხოვილია. მომღერალი ია ტომაში წინა სეზონში „იმედზე“ მუსიკალურ კონკურს „იქს-ფაქტორში“ მონაწილეობდა. ეს პროექტი იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის. მომღერალს სწორედ პროექტის ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი შეყვარებულმა დემე მიქელაძემ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები