„და ჩვენ ვიცეკვეთ": თბილისის ცენტრში პოლიცია და ფილმის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი

გამოწერა
კინოთეატრ „ამირანთან" ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, მათი მომხრეები და მღვდელმსახურები არიან შეკრებილი.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე კინოთეატრ „ამირანთან" პოლიციაა მობილიზებული, რათა რადიკალურ ჯგუფებს არატრადიციული სიყვარულის შესახებ ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

კინოჩვენებები თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერსაა დაგეგმილი. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

აქცია კინოთეატრთან - Sputnik საქართველო
შსს კინოპრემიერაზე: „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები"

კინოთეატრ „ამირანთან" ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ქვეყანაში მორალის დამცველად გვევლინება და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, მათი მომხრეები და მღვდელმსახურები არიან შეკრებილი. აქციის ინიციატორები დღევანდელი კინოსეანსის ჩაშლას გეგმავენ.

„ჩვენი მიზანია არ დავუშვათ გეი-პროპაგანდული ფილმის პრემიერა. მნიშვნელოვანია ყველამ გაიგოს, რომ ეს არის პროტესტი მოვლენის წინააღმდეგ და არა მაყურებლისა და მსახიობების წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, რომ ქართველი მამაკაცი, რომელიც მთელ მსოფლიოში გმირობის სიმბოლოა, ჰომოსექსუალად იყოს წარმოდგენილი", – განაცხადა ბრეგაძემ „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტთან.

როგორც მან აღნიშნა, პირველი მიზანი მიღწეულია.

„მათ სურდათ ღონისძიების სადღესასწაულო გარემოში ჩატარება, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრანტები ვართ და არ ვაპირებთ ძალადობას", – განაცხადა ბრეგაძემ.

ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებმა აქციაზე ლგბტ-თემის დიდი დროშა მიიტანეს, რომელიც დემონსტრატიულად დაწვეს.

ყველა ახალი ამბავი
0