02:53 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
აქცია კინოთეატრთან

შსს კინოპრემიერაზე: „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები"

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1371)
7310

საქართველოს კინოთეატრებში სკანდალური ფილმის ჩვენების დაანონსებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მუქარა მოჰყვა, რასაც შსს არაერთხელ გამოეხმაურა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა განურჩევლად მისი სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნისა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ქვეყანაში მორალის დამცველად გვევლინება, და მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს კინოთეატრებში არატრადიციული სიყვარულის შესახებ ლევან აკინის შვედურ-ქართული დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას გეგმავენ. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

კინოჩვენებები თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან კანონის მოთხოვნები და გამოხატვის თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალადობაც მიუღებელია.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მოწინააღმდეგეთა რადიკალური განწყობა გააკრიტიკა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.

დღეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა „ექსტრემისტული ჯგუფების" მხრიდან თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის ჩაშლის დაანონსების გამო. ცენტრის განცხადებით, საქართველოში დაუშვებელია ნებისმიერი სახის ცენზურა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.

თემები:
თბილისი დღეს (1371)

მთავარი თემები