თბილისში მედიცინის საერთაშორისო ფორუმი იხსნება

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური მედიცინის ცენტრი
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში გაიმართება სამედიცინო ტექნიკის, ესთეტიკური მედიცინისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობების გამოფენები.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს („ექსპო ჯორჯია") საგამოფენო დარბაზში პარასკევს, 8 ნოემბერს მედიცინის საერთაშორისო ფორუმი იხსნება, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მედიცინის ფორუმი შედარებით ახალი ღონისძიებაა, რომელიც ორი გამოფენის – CAUCASUS HEALTH-ის და TBILISI BEAUTY-ს გაერთიანებით შეიქმნა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან საქართველოს „ბაიკერი" ექიმები მოემსახურებიან

ფორუმის ფარგლებში, რომელიც 10 ნოემბრამდე გასტანს, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo-Georgia-ს ტერიტორიაზე გაიმართება ერთბაშად სამი გამოფენა: CAUCASUS HEALTHCARE – სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა, TBILISI BEAUTY – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა და TBILISI DENTAL SHOW – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოფენა, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, არის TBILISI BEAUTY. ღონისძიების სტუმრები შეიტყობენ სილამაზის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ, გამოცდიან სხვადასხვა პროცედურებს, ასევე სხვადასხვა ესთეტიკური ცენტრების ფასდაკლებებს მიიღებენ.

ექიმებს, შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ>>

გამოფენების პარალელურად საქართველოს სტომატოლოგების ასოციაცია გამართავს კონფერენციას, რომელიც აღნიშნული სფეროს სიახლეებს მიეძღვნება. კონფერენცია მედიცინის ფორუმის ერთგვარი დასკვნითი ღონისძიება გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0