https://sputnik-georgia.com/20191107/irakli-maqacaria-ukrainashi-jildo-246949138.html
ირაკლი მაქაცარიამ უკრაინაში ჯილდო მიიღო – ნახეთ რას წერს ქართველი სექს-სიმბოლო
ირაკლი მაქაცარიამ უკრაინაში ჯილდო მიიღო – ნახეთ რას წერს ქართველი სექს-სიმბოლო
Sputnik საქართველო
ირაკლი მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიგო. 32 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად... 07.11.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-11-07T13:32+0400
2019-11-07T13:32+0400
2021-10-19T17:11+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24656/62/246566294_0:0:1110:628_1920x0_80_0_0_ce547b88f4785279b354e67b4cff74c9.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24656/62/246566294_0:0:1110:698_1920x0_80_0_0_22ebfc5de1c2e10cfb4d475c450db628.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
ირაკლი მაქაცარიამ უკრაინაში ჯილდო მიიღო – ნახეთ რას წერს ქართველი სექს-სიმბოლო
13:32 07.11.2019 (განახლებულია: 17:11 19.10.2021) ირაკლი მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიგო. 32 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცნობილ უკრაინულ შოუში – „ხოლოსტიაკში” („მარტოხელა“) ეცადა ბედი.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ირაკლი მაქაცარიამ ჟურნალ Elle-ს უკრაინული გამოცემის პრიზი მიიღო, ინფორმაციას მაქაცარია Insragram-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
ირაკლი მაქაცარიას გადასცეს ჯილდო, რომელსაც აწერია „გლამურული ქრონიკების გმირი“. ტელეწამყვანი გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის და ცერემონიის ფოტოებს აქვეყნებს.
ირაკლი მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიგო. 32 წლის პროდიუსერმა, ბათუმში დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა ირაკლი მაქაცარიამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ცნობილ უკრაინულ შოუში – „ხოლოსტიაკში” („მარტოხელა“) ეცადა ბედი და ნამდვილ სექს-სიმბოლოდ იქცა.
შოუ მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული გახდა და შოუს ბოლოს მან არჩევანიც გააკეთა – მისი რჩეული ალიონა ლესიკი იყო, რომელიც ცოლადაც უნდა შეერთო. წყვილი საკმაოდ დიდ დროს ატარებდა ერთად, ირაკლის გოგონა საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი და თავისი სამშობლოც გააცნო, თუმცა ორი წლის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
ირაკლიმ მაშინ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და მიზეზებზეც არ უსაუბრია, ალიონამ კი ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს. შემდეგ კი მალევე ირაკლი საქართველოში დაბრუნდა. ახლა ის „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია.