თბილისსა და ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალები გაჩნდება

© photo: courtesy of Teona Gogniashviliკომაროვის სკოლა
კომაროვის სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომაროვის სკოლის თბილისის ფილიალი დიდ დიღომში, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში" აშენდება. მშენებლობა ერთი კვირის შემდეგ დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლის ფილიალები თბილისსა და ბათუმში გაჩნდება, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ფილიალები პროექტ „განათლებისა და მეცნიერების" ფარგლებში აშენდება.

მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
კომაროვის სკოლადამთავრებულებმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების მიწვევა მიიღეს

კომაროვის სკოლის თბილისის ფილიალი დიდ დიღომში, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში" აშენდება. მშენებლობა ერთი კვირის შემდეგ დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

სკოლაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და მოედნები, აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

თბილისის ფილიალი იქნება 350 მოსწავლეზე გათვლილი და ადაპტირებული შშმ პირებზე.

ბათუმში სკოლის მშენებლობა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაიწყება და 2020 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. იგი 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან აშენდება.

სკოლა, რომელიც მსოფლიოში პირველი მრავალადგილიანი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრის ვლადიმირ კომაროვის სახელს ატარებს, უკვე 50 წლისაა. ამ სკოლაში სწავლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზეა ორიენტირებული და მასში მოხვედრა გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მეშვიდე კლასიდან არის შესაძლებელი. პედაგოგთა უმრავლესობას თავადაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული. კომაროველები ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე, კონკურსებზე და კონფერენციებზე.

სკოლაში ასევე ფუნქციონირებს შაბათის სკოლები მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასებისთვის. ღამის სკოლა კი განკუთვნილია მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში, მაგრამ დაინტერესებული არიან მათემატიკის ან ფიზიკის გაღრმავებული სწავლით.

ყველა ახალი ამბავი
0